ოტომიკოზი – წარმოადგენს ყურის სოკოვან დაავადებას. აღნიშნული ანთებითი პროცესი ლოკალიზდება ყურის გარე გასასვლელთან და გამოწვეულია პარაზიტული სოკოსგან, რომელიც ბუდობს კანის ფენებში.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მთავარი მიზეზია სოკოს შემდეგი ტიპები: Aspergillus, Penicillium და Candida. დაავადება ძირითადად გვხვდება 1-დან 5 წლამდე ბავშებში.
სიმპტომები
· სხეულის ტემპერატურის აწევა 38-39° С-მდე;
· ზომიერი ტკივილი ყურში;
· ციება;
· ხმაური ყურებში;
· სასმენი არხის დახშობის შეგრძნება;
· გამონადენი ყურში, რომელიც ახდნეს სასმენის გზის ამოვსებას და დახშობას;
· ყურის შესიება;
· ცუდი სუნი ყურებში;
· ყურის გარე კანის მაცერაცია;
· გულის რევა;
· თავბრუს ხვევა;
· სახის ნერვის პარეზი.
დაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
· ოტოლარინგოლოგის კონსულატაცია, რომელიც დაადგენს როგორ უნდა მოხდეს დაავადების მკურნალობა;
· გამონადენს ბაქტერიოლოგიური და მიკოლოგიური გამოკვლევა;
· ყურის გამონადენის მიკროსკოპული გამოკვლევა;
· კულუტალური დათესვა;
· რენტგენი;
· ყურის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ადგილობრივი დამუშავება წყლის, სპირტის და სხვა ხსნარებით, მალამოების გამოყენება;
· მედიკამენტების მიღება;
· მიკოტური მასის საგულდაგულოდ გაწმენდა წყალბადის ზეჟანგის ხსნარით;
· იმუნომამოდულირებელი პრეპარატების მიღება.
საშიშროება
შემთხვევების უმეტესობაში ოტომიკოზის მკურნალობის შედეგი დადებითია.
პროფიალქტიკა
რეკომენდირებულია:
· ოტოლარინგოლოგთან რეგულარული ვიზიტი;
· გადაციებისგან თავის დაცვა;
· იმუნიტეტის გაძლიერება;
· ცხოვრების ჯანსაღი წესი.
ოტომიკოზი
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. ოტომიკოზი [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/04/01/%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%98/
sheniekimi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
