პერიკარდიტი – გულის პარკუჭის ანთებითი პროცესი. ხშირად ის წარმოჩინდება არა როგორც დამოუკიდებელი დაავადება, არამედ როგორც სხვა დაავადებების თანმხლები პროცესი.
მიზეზები
· სხვადასხვა სახის ინფექციები;
· ალერგია;
· კარდიოლოგიური დაავადებები;
· ზოგადსისტემური დაავადებები;
· გულის ტრავმები;
· ონკოდაავადებები.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· გულმკერდში ყრუ, ხანგრძლივი ტკივილი, რომელიც ძლიერდება სუნთქვის დროს.
· გულის ტკივილი და ძლიერი ხუთვა, სახის შეშუპება და ვენების გაგანიერება.
დიაგნოსტიკა
შემთხვევების 5%-ში პერიკარდიტი იწვევს სიკვდილიანობას. ამიტომ, ამ დაავადების დროს დიდი მნიშნველობა აქვს დროულ დიაგნოსტიკას და სათანადო მკურნალობის დაწყებას. ექიმის მიერ პაციენტის გასინჯვასთან ერთად ტარდება სისხლის ანალიზი, ელექტროკარდიოგრაფია, ფილტვების რენტგენი, გულის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია, პერიკარდის პუნქცია.
მკურნალობა
პერიკარდიტის მკურნალობისას სასურველია წოლითი რეჟიმი. მკურნალობის კურსში ასევე შედის ანტიბიოტიკები აბების ან ინექციის ფორმით. თუ კონსერვატიული მეთოდები არ ჭრის აკეთებენ პუნქციას.
საშიშროება
· გულის ტამპონადა;
· სიკვდილი.
რისკის ჯგუფი
· ნივთიერებათა ცვლის, ინფექციური დაავადებების, სისტემური დაავადებების, ონკოლოგიური დაავადებების ქრონიკული ფორომების მქონე პირები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია
· კარდიოლოგის და რევმატოლოგის სისტემური კონტროლი;
· ქრონიკული ინფექციების დროული მკურნალობა;
· დასვენებისა და დატვირთვის ადეკვატური რეჟიმი.
პერიკარდიტი
გაუზიარეთ ეს სტატია
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
