პროქტიტი  –  დაავადება, რომელსაც ახასიათებს სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება.

0
723
პროქტიტი  –  დაავადება, რომელსაც ახასიათებს სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება.
#post_seo_title

პროქტიტი  –  დაავადება, რომელსაც ახასიათებს სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება.

პროქტიტი სწორი ნაწლავის ამომფენი შრის ანთებაა (სწორი ნაწლავის ლორწოვანი შრე).

გამოიყოფა დაავადების შემდეგი სახეობები:
·         ალიმენტარული პროქტიტი;
·         ჰონორეული პროქტიტი;
·         ინერტული პროქტიტი;
·         პარაზიტული პროქტიტი;
·         რადიაციული პროქტიტი.

მიზეზები
·         სწორი ნაწლავების ვენოზური ინერტულობა;
·         ხშირი შეკრულობა;
·         კვების რეჟიმის დარღვევა;
·         სწორი ნაწლავის ტრავმები;
·         ბაქტერიებით ინფიცირება;
·         მცირე მენჯის ორგანოების დაავადებების გართულება;
·         სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გართულება.

სიმპტომები
·         უკანა ტანში ძლიერი ტკივილები;
·         უკანატანის ქავილი;
·         კალასთან ერთად სისხლიანი ან ჩირქოვანი გამონადენი;
·         დეფეკაციის ხშირი მოთხოვნილება;
·         ტკივილი დეფეკაციის დროს;
·         სფინქტერის სპაზმი;
·         მცირე მენჯში სიმძიმის გრძნობა;
·         საერთო სისუსტე;
·         სხეულის ტემპერატურის აწევა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-პროქტოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
·         რექტორომანოსკოპია;
·         სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ბიოპსია;
·         კალას ანალიზი;
·         ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.

მკურნალობა
·         ანტიბიოტიკები;
·         გამწმენდი ოყნები;
·         კორტიკოსტეროიდები;
·         ანტიბაქტერიული პრეპარატები;
·         დასაჯდომი ბალახეულის აბაზანები.

დიტა
მკურნალობის დროს საჭიროა დიეტის დაცვა და რაციონიდან შემდეგი პროდუქტების გამორიცხვა:
·         ცხარე საკვები;
·         ტკბილეული;
·         შემწვარი საკვები;
·         სპირტიანი სასმელები.

საშიშროება
უყურადღებობამ შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგი სახის გართულებები:
·         დისბაქტერიოზი;
·         სწორი ნაწლავის დავიწროვება;
·         მსხვილი ნაწლავის კიბო;
·         პარაპროქტიტი;
·         შარდის ბუშტის ანთება;
·         პროსტატის ანთება.

რისკის ჯგუფი
·         შეკრულობის, კოლიტის მქონე ადამიანები;
·         სწორი ნაწლავის დაზიანებების მქონე ადამიანები;
·         ბუასილის მქონე ადამიანები;
·         ანალური სექსის მქონე ადამიანები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         პირადი ჰიგიენის წესების დაცვა;
·         სასქესო ორგანოების და მცირე მენჯის ორგანოების დაავადებების დროული მკურნალობა;
·         შეკრულობის პროფილაქტიკა;
·         ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული შიდა თეთრეულის შერჩევა;
·         გადაციებისგან თავის დაცვა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  პერიკარდიტი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ