რადიკულიტი

0
430

რადიკულიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ზურგის ტვინის ქერქის დაზიანება.  
ლოკალიზაციის მიხედვით გამოიყოფა:
·         წელის რადიკულიტი;
·         გულმკერდის რადიკულიტი;
·         მხარ-კისრის რადიკულიტი.
 
მიზეზები
·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;
·         ხშირი გადაციება;
·         ოსტეოქონდროზი;
·         სტრესული სიტუაციები;
·         ინფექციური დაავადებები;
·         ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
·         ზურგის კუნთბის სპაზმი;
·         ზედმეტი დატვირთვა ზურგზე;
·         მკვეთრი მოძრაობა.
 
სიმპტომები
·         კისრის რადიკულიტი – კისრის არეში ტკივილი. სმენის, მხედველობის დაქვეითება, თავბრუს ხვევა, არამყარი სიარული;
·         გულმკერდის რადიკულიტი – ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც მწვავდება სუნთქვის დროს;
·         მხარ-კისრის რადიკულიტი – მხარისა და კისრის არეში მწვავე ტკივილი, რომელიც ძლიერდება სხეულის ამ ნაწილების მოძრაობისას.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი, რისთვისაც საჭიროა:
·         სისხლის საერთო ანალიზი;
·         ხერხემლის რენტგენი;
·         ხერხემლის მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა;
·         ხერხემლის კომპიუტერული გამოკვლევა;
·         ხერხემლის სპონდილოგრამა;
·         ლუმბალური პუნქცია;
·         მიელოგრაფია;
·         ცერებროსპინალური სითხის გამოკვლევა.
 
მკურნალობა
·         გასაუმტკივარებელი პრეპარატები;
·         ფიზიოთერაპია;
·         მასაჟი;
·         რეფლექსოთერაპია;
·         სამკურნალო ფიზკულტურა;
·         ხერხემლის გაჭიმვა;
·         სპაზმირებული კუნთების ბლოკადები;
·         ანესთეტიკების კუნთიდან შეყვანა.
 
საშიშროება
დაავადების გართულებები შეიძლება იყოს:
·         ხერხემლის მალთაშორისი თიაქარი;
·         მალების პროტრუზია;
·         იშემიური დაავადება;
·         ზურგის ტვინის კომპრესია;
·         ზურგის ტვინის ინფარქტი;
·         პარალიჩი.
 
რისკის ჯგუფი
·         სპორტსმენები;
·         ნაკლებად მოძრავი ადამიანები;
·         რთული ფიზიკური შრომის მქონე პირები;
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         სწორი პოზის დაჭერა;
·         ზურგის კუნთების გასამაგრებელი ვარჯიშები;
·         ერთი და იგივე მდგომარეობაში დიდხანს ყოფნისგან თავის შეკავება;
·         გადაციებისგან თავის დაცვა;
·         ინფექციური დაავადებების დროული მკურნალობა;
·         ხერხემლის დატვირთვის გაკონტროლება;
·         იმუნური სისტემის გაძლიერება.

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ