ცელიაკია – დაავადება, რომლის დროს ადამიანს აქვს მთელი რიგი პროდუქტების აუტანლობა, უზიანდება თხელი ნაწლავის კედლები და ერღვევა საჭმლის მონელების პროცესი

0
509
ცელიაკია
#post_seo_title

ცელიაკია  – დაავადება, რომლის დროს ადამიანს აქვს მთელი რიგი პროდუქტების აუტანლობა, უზიანდება თხელი ნაწლავის კედლები და ერღვევა საჭმლის მონელების პროცესი.

ცელიაკია ავტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც  გენეტიკურად განწყობილ პირებში ადგილი აქვს უხშირესად წვრილი ნაწლავის და ზოგჯერ სხვა ორგანოების დაზიანებას   მომატებული მგრძნობელობის გამო მარცვლეულის ცილა გლუტენზე. 
გლუტენს შეიცავს ხორბალი, ქერი, ჭვავი და შვრია, არ შეიცავს ბრინჯი, სიმინდი, წიწიბურა. ტოქსიკური ცილის და მისი მეტაბოლიტების ზეგავლენით წვრილ ნაწლავში ვითარდება ატროფიული ცვლილებები, რაც იწვევს მაკრო და მიკრონუტრიენტების მონელების და შეწოვის დარღვევას.

მიზეზები
დაავადება წარმოადგენს თანდაყოლილ ფორმას, რომელშიც არეულია აუტოიმუნური, ალერგიული და მემკვიდრეობითი ფაქტორები.

სიმპოტმები
·         მუცლის ტკივილი;
·         დიარეა ან ძლიერი შეკრულობა;
·         მუცლის შებერილობა;
·         მადის დაკარგვა ან შიმშილის ძლიერი განცდა;
·         ღებინება;
·         წონის დაკარგვა ან გასუქება;
·         ძვლების ტკივილი, მოტეხილობები;
·         კანის ქავილი;
·         ალერგიული გამოვლინებები, რომლებიც აზიანებს კანს და სასუნთქ გზებს;
·         იმუნიტეტის დაქვეითება;
·         ცხვირიდან სისხლდენა.

სიმპტომები ბავშვებში
·         წონის დაკარგვა;
·         მყრალი სუნის მქონე თხელი კალა;
·         მუცლის გაბერვა;
·         შეშუპებები;
·         კაპრიზულობა, გაღიზიანებულობა;
·         ზრდისა და განვითარების შეფერხება.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკა რთულია, რადგან სიმპტომებით ბევრ სხვა დაავადებას ჰგავს. გამოიყენება სეროლოგიური დიაგნოსტიკა, ენდოსკოპია და საყლაპავის ლორწოვანის ბიოპსია, კალას გამოკვლევა. ერთიანი მეთოდი დიაგნოსტიკისთვის არ არსებობს.

მკურნალობა
ერთად-ერთი ეფექტური სამკურნალო მეთოდი არის უმკაცრესი გლუტენის გამომრიცხავი დიეტა. ექიმის დანიშნულების დაცვის შემთხვევაში პაციენტს აქვს სრულად გამოჯანმრთელების შანსი. დაავადების დამარცხება ადვილი არ არის, რადგან გლუტენს შეიცავს უამრავი პროდუქტი. ამიტომ ექიმის მითითებების დაცვა აუცილებელია.

საშიშროება
ცელიაკიის უყურადღებოდ დატოვება იწვევს: შაქრიან დიაბეტს, ფსიქიკური განვითარების შეფერხებას, ღვიძლის დაზიანებას, ტირეოიდიტს, უნაყოფობას, ეპილეპსიას. გარდა ამისა 78%-ით იზრდება პირის ღრუს, საყლაპავის და ნაწლავის კიბოს განვითარების ალბათობა.

რიკსის ჯგუფი
დაავადება გვხვდება 100-300 ადამიანიდან ერთში. ავადმყოფებს შორის ქალების რიცხვი ორჯერ მეტია, ვიდრე კაცების.

  სეფსისი

პროფილაქტიკა
ერთადერთი პროფილაქტიკური მეთოდი არის გლუტენის გამომრიცხავი დიეტა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ