შარდის ბუშტის ატონია წარმოადგენს მდგომარეობას, როდესაც არ ფიქსირდება ჩონჩხის კუნთების ან შინაგანი ორგანოების ნორმალური ტონუსი. აღნიშნული დაავადება შეიძლება გახდეს ნერვული სისტემის პრობლემების, ორგანიზმის ინფექციური დაავადების მიზეზი. ასევე შეიძლება გამომჟღავნდეს შიდა სეკრეციის ჯირკვლების მოქმედების პათოლოგიისას და ა.შ.
მიზეზები
დაავადების მიზეზები შეიძლება იყოს:
· კუმშვადი კუნთების ბოჭკოების წარმოქმნაზე ნერვული სისტემის არასაკმარისი ზემოქმედება;
· ზურგის ტვინის გავის მიდამოს ტრამვა;
· წინამდებარე ჯირკვლის ადენომა;
· ხერხემლის დეგენერაციული დაავადება;
· ზურგის ტვინის უკანა ქერქის დაზიანება.
შარდის ბუშტის ატონია ქალებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში. ზოგჯერ დაავადების მიზეზია ხშირი ცისტიტი.
შარდის ბუშტის ატონიის სიმპტომები
დაავადების სიმპტომებს აქვთ შემდეგი გამოვლინება:
· გაუკონტროლებელი შარდდენა;
· შარდის შეკავება;
· შარდის სუსტი ნაკადი;
· შარდვა მოთხოვნილების გარეშე.
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკისთვის საჭიროა შემდეგი პროცედურების ჩატარება:
· უროლოგთან გამოკვლევა;
· ვიწრო პროფილის სპეციალისტთან ვიზიტი (ნერვოპათოლოგი, გინეკოლოგი, სექსოპათოლოგი, ქირურგი და ა.შ.);
· საშარდე სისტემის ულტრა-ბგერითი დიაგნოსტიკა;
· კომპიუტერული ტომოგრაფია;
· შარდის საერთო ანალიზი.
შარდის ბუშტის ატონიის მკურნალობა
მკურნალობისას ტარდება შემდეგი მანიპულაციები:
· ნეიროგენული ფუნქციის თერაპიისთვის წამლების მიღება (მიოტროპული სპაზმოლიტიკური რელაქსანტები)
· ანტიქოლინერგიული პრეპარატები, ბეტა-ანდრენობლოკატორები;
· Е ვიტამინის მიღება;
· სახალხო მედიცინის საშუალებების გამოყენება;
· სპეციალური კათეტერების გამოყენება.
საშიშროება
დაავადებასთან საბრძოლველად მთავარია მისი წარმოშობის მიზეზის გრკვევა. სხვა შემთხვევაში, როცა ძირითადი მიზეზი განუკურნებელია, შესაძლოა ჰიგიენის თანამედროვე საშუალებების გამოყენება, რომ ლოკალურად მოხდეს ასტონიის შედეგების ლიკვიდირება.
პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის საჭიროა პრვენციული ზომების მიღება დაავადებებთან დაკავშირებით, რომლებმაც შეიძლება მიგვიყვანოს პირველ პრობლემასთან. ქალებისთვის მაგალითად ეს შეიძლება იყოს პირადი ჰიგიენის წესების დაცვა და გადაციებისგან და ინფექციური დაავადებებისგან თავის დაცვა.
შარდის ბუშტის ატონია
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
Dr. Giorgi Pkhakadze. შარდის ბუშტის ატონია [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 27]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/04/01/%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%a8%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%90/
sheniekimi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
