ყაბზობა, შეკრულობა – რა იწვევს ყაბზობას და როგორ ამოვიცნოთ სიმპტომები?

0
755
#post_seo_title

ყაბზობა – დეფეკაციის პრობლემა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ქრონიკული ფორმა. ხშირად დაავადება აღენიშნებათ ბავშვებს და მოხუცებს. ყაბზობა ნიშნავს შეკრულობას, განავლის ნაწლავებში ხანგრძლივ დაყოვნებას, გაძნელებულ ან არასრულ დეფეკაციას.

ჯანმრთელ ადამიანს კუჭის მოქმედება დღე-ღამეში 1-2–ჯერ უნდა ჰქონდეს, ასევე ნორმად ითვლება ორ დღეში 1-ჯერ ნაწლავების დაცლაც. ყაბზობად ითვლება მდგომარეობა, როცა კუჭის მოქმედება 48 საათით ან უფრო მეტი ხნით ვერ ხდება, ან ხდება გაძნელებულად და არასრულად.

მიზეზები
დაავადებას იწვევს:
·         დეფეკაციის მუდმივად შეკავება;
·         ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი;
·         მოსადუნებელი პრეპარატების ხშირი გამოყენება;
·         მცენარეული ბოჭკოს შემცველი პროდუქტის იშვიათი გამოყენება;
·         მუცლის ღრუს კუნთების მოდუნება;
·         სითხის შეზღუდული მიღება.

სიტუაციური ხასიათის ყაბზობის მიზეზები:
·         ფეხმძიმობა;
·         სტრესი, ფსიქოემოციური აშლილობა;
·         მოგზაურობა, გარემოს შეცვლა;
·         რთულად მოსანელებელი პროდუქტების მიღება.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         დიდი ხნის განმავლობაში გაუვალობა;
·         სწორ ნაწლავში სიმძიმის შეგრძნება;
·         ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება მუცელში;
·         მეტეორიზმი;
·         ჭარბი გაზების დაგროვება.

დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-პროქტოლოგი და ნიშნავს:
·         შარდის და კალას ანალიზს;
·         ირიგოგრაფიას;
·         ირიგოსკოპიას;
·         მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
·         კოლონოსკოპიას;
·         ანორექტომეტრიას.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         მოსადუნებელ პრეპარატებს;
·         სანთლებს;
·         ოყნებს.
ყაბზობა დიდებსა და ბავშვებში ერთნაირად იკურნება, მშობლებმა უნდა გააკონტროლონ ბავშვის კვების რეჟიმი.

ყაბზობის სამკურნალოდ მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა, რომ მოხდეს გართულებების თავიდან არიდება. გახანგრძლივებულმა ყაბზობამ შესაძლოა გამოიწვიოს: ნაწლავის პერფორაცია, პროქტოლოგიური პრობლემები (ბუასილი), სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, ფეკალური ჩაჭედვა (მშრალი, მაგარი განავლის სწორ ნაწლავში დაგროვება).  ჩივილების და ანამნეზის საფუძველზე ექიმი ადგენს  გამოკვლევის მეთოდს, შეიძლება დაინიშნოს ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები, მუცლის ღრუს ექოსკოპია და რენტგენოგრაფია ბარიუმით, კომპიუტერული დიაგნოსტიკა, კოლონოსკოპია და სხვა.

ყაბზობა, შეკრულობა – რა იწვევს ყაბზობას და როგორ ამოვიცნოთ სიმპტომები? | sheniekimi.ge | შენი ექიმი

საშიშროებადაავადების უყურადღებოდ დატოვება იწვევს შემდეგ გართულებებს:
·         ნაწლავის ანთებითი დაავადებები;
·         რექტოანალური პათოლოგიები;
·         ნაწლავის კედლების იშემია;
·         მსხვილი ნაწლავის დივერტიკულარული დაავადება;
·         მსხვილი ნაწლავის გადიდება;
·         სწორი ან მსხვილი ნაწლავის კიბო.

  ქრონიკული ლიმფოლეიკოზი

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·         მოხუცები;
·         ადამიანები, ვისაც გადატანილი აქვთ რთული ოპერაციები;
·         ქალები ფეხმძიმობის ბოლო პერიოდში;
·         ადამიანები, რომლებსაც ძირითადად ჯდომა უწევთ;
·         ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირები;
·         ნივთიერებათა ცვლის დარღვევის მქონე პირები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროული მკურნალობა;
·         მცენარეული ბოჭკოს შემცველი საკვები პროდუქტების გამოყენება;
·         ყოველდღიურად სითხის საჭირო რაოდენობის მიღება.

როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას? - კუჭის შეკრულობა ბავშვებსა და მოზარდებში

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
წინა სტატიაშიღვიძლის ციროზი
შემდეგი სტატიაყბაყურა

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ