სალმონელოზი

0
250

სალმონელოზი – საჭმლის მომნელებელი სისტემის დამაზიანებელი მწვავე ინფექციური დაავადება.
 
მიზეზები
·         კულინარიულად დაუმუშავებელი საკვების მიღება;
·         დაინფიცირებული წყლის გამოყენება;
·         დაინფიცირებული მტვრის შესუნთქვა;
·         დაინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტი.
 
სიმპტომები
·         სხეულის ტემპერატურის სწრაფი აწევა;
·         სისუსტე;
·         თავის ტკივილი;
·         კუნთებში ტეხვა;
·         მუცლის ზედა ნაწილში მჩხვლეტავი ტკივილი;
·         გულის რევა, ღებინება;
·         დიარეა;
·         კალა ხდება ქაფისებრი და მომწვანო ფერის;
·         მუცლის შებერილობა;
·         ენა გამომშრალი, ნადებით;
·         კალაში სისხლისა და ლორწოს ნარევი;
·         ბრადიკარდია;
·         ჭარბი ოფლიანობა.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ინფექციონისტი, რისთვისაც საჭიროა:
·         სისხლის საერთო ბიოქიმიური ანალიზი;
·         შარდის ანალიზი;
·         კალას და ნაღებინები მასის ბაქტერიული გამოკვლევა;
·         იმუნოფერმენტული ანალიზი;
·         კოპროგრამა.
 
მკურნალობა
·         კუჭ-ნაწლავის გამორეცხვა;
·         სითხისა და მარილების აღმდგენი პრეპარატები;
·         ანტიბიოტიკები;
·         ბიოპრეპარატები.
 
დიეტა
მკურნალობისას პაციენტებს ენიშნებათ დიეტა №4, რომელიც რაციონიდან გამოირცხავს შემდეგ პროდუქტებს:
·         ცომეული;
·         ტკბილი ცომეული;
·         ცხიმიანი ხორცის სახეობები;
·         კონსერვები, შებოლილი;
·         კვერცხი;
·         ცხიმები;
·         ბოსტნეული;
·         მსუყე წვნიანები;
·         კენკრა, ხილი;
·         ტკბილეული, თაფლი;
·         ყავა, კაკაო;
·         გაზიანი სასმელი, ბურახი;
·         სპირტიანი სასმელი.
 
საშიშროება
·         ფილტვების, თავის ტვინის შეშუპება;
·         ინფექციურ-ტოქსიკური შოკი;
·         ჩირქოვანი გართულებები;
·         თირკმელების, ღვიძლის, გულსისხლძარღვთა უკმარისობა.
 
რისკის ჯგუფი
·         1 წლამდე ასაკის ბავშვები;
·         სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები;
·         კუჭის წვენის დეფიციტური გამომუშავების მქონე პირები.
 
პროფილაქტიკა
·         ჰიგიენის ნორმების დაცვა;
·         სალმონელოზის მკურნალობა შინაურ ცხოველებში;
·         წყლის წარმომავლობის გაკონტროლება.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ