უძილობა (ინსომნია) – ძილის დარღვევა, რომელიც ხასიათდება დიდი ხნის მანძილზე უძილობით

0
532
უძილობა (ინსომნია)
#post_seo_title

უძილობა (ინსომნია) – ძილის დარღვევა, რომელიც ხასიათდება დიდი ხნის მანძილზე უძილობით.

უძილობას შეუძლია თქვენი დღეები ნამდვილ კოშმარად აქციოს და გამოიწვიოს დაღლილობა, მოთენთილობა, ასევე გავლენა მოახდინოს ემოციურ მდგომარეობაზე.

ხანგრძლივი დროის განმავლობაში უძილობა იწვევს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებს, როგორიცაა – გულის, გასტროენტეროლოგიური და მეტაბოლური დაავადებები.

მიზეზები
უძილობის მიზეზებია:
·         ფსიქოლოგიური აშლილობა (სტრესი, ნევროზი, დეპრესია);
·         ქრონიკული გადაღლილობა;
·         არაკომფორტული საწოლი;
·         ძილის წინ მაგარი ჩაის ან ენერგეტიკული სასმელის გამოყენება;
·         ძილის წინ მძიმე საკვების მიღება;
·         ფიზიოლოგიური დამოკიდებულება;
·         ძილის წინ სხვადასხვა პრეპარატების მიღება;
·         გამაღიზიანებელი ხმაური, სუნები;
·         საათის სარტყელის ცვლილება;
·         პერიოდული ღამისთევა (ცვალებადი გრაფიკის მქონე პროფესიების წარმომადგენლები);
·         ზოგიერთი ქრონიკული დაავადება (ტკივილის, გართულებული სუნთქვის, ხშირი შარდდენის გამომწვევი).

სიმპტომები
დაავადების სიმპტომებია:
·         დიდი ხნის მანძილზე უძილობა;
·         მოკლე, წყვეტილი ძილი;
·         ძილის დროს ხშირად გაღვიძება, რის შემდეგაც ჩაძინება რთულია;
·         სრულფასოვანი ძილის უკმარისობა;
·         ხშირი ღამის კოშმარები;
·         გაღვიძების შემდეგ დაღლილობის და მოთენთილობის შეგრძნება;
·         გაღიზიანებადობის მომატება.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნერვოლოგი. უძილობის სამკურნალოდ ის ატარებს ანამნეზის შეკრებას, საერთო დათვალიერებას და ნიშნავს:
·         პოლისომნოგრაფიულ გამოკვლევას;
·         ელექტროენციფალოგრაფიას;
·         მაჯის აკტოგრაფით გამოკვლევა (აპარატი, რომელიც ჰგავს მაჯის საათს და ახდენს თქვენი ზოგადი მდგომარეობის შესახებ მონაცემების დაფიქსირებას)

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         ანტიდეპრესანტებს;
·         სედატიურ პრეპარატებს;
·         საძლე პრეპარატებს;
·         სახალხო მედიცინის საშუალებებს (სამკურნალო ბალახებს, დამამშვიდებელი საშულებებით გაჯერებული აბაზანები).

საშიშროება
თუ დაავადების მკურნალობა არ მოხდება დროულად, ამან შეიძლება გამოიწვიოს აქსილიტელური სტრესი, რაც თავის მხრივ უარყოფითად აისახება სწავლის, შრომის და მეხსიერების პროცესზე.
პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         ძილის წინ გამაღიზიანებელი და გასართობი ფაქტორების გამორიცხვა;
·         ძილის წინ სახლის განიავება;
·         საღამოს სუფთა ჰაერზე გასეირნება;
·         თბილი აბაზანების მიღება დამამშვიდებელი ზეთებით;
·         18:00-ის შემდეგ მაგარი ჩაის ან ყავის გამორიცხვა;
·         დღისი ძილის გამორიცხვა;
·         ძილის წინ მწარე, მჟავე ან ცხიმიანი საკვების მიღების გამორიცხვა;
·         რეგულარულად ერთი და იგივე დროს დაწოლა და ადგომა (დაძინება/გაღვიძება).

  იმპოტენცია - დაავადება, რომლის დროს მამაკაცებს უქვეითდებათ სქესობრივი ფუნქცია და არ შეუძლიათ სქესობრივი აქტის შესრულება

#drpkhakadze

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
წინა სტატიაშიურეტრიტი
შემდეგი სტატიაფარინგიტი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ