ლიქენი – კანის რიგი ანთებითი დაავადებების ნაკრები, რომელბიც ლოკალიზდებიან კანის ერთ ან სხვადასხვა საფარზე

0
817
#image_title

ლიქენი – საერთო ტერმინი, რომელიც გამოხატავს კანის რიგი ანთებითი დაავადებების ნაკრებს, რომელბიც ლოკალიზდებიან კანის ერთ ან სხვადასხვა საფარზე.

ლიქენის ნაირსახეობები
არსებობს დაავადების შემდეგი სახეობები:
·         ქატოსებრი ლიქენი – ყველაზე გავრცელებული სოკოვანი დაავადება, რომელიც აზიანებს კანის საფარს ცხოველთან ურთიერთობის შემდეგ. ყველაზე ხშირად გვხვდება მოზარდებში, ის გადამდებია.
·         ფერადი ლიქენი – ინფექციური დაავადება, რომლის გამაღიზიანებელს წარმოადგენს განსაკუთრებული სოკო – ის ყველა ადამიანის კანზე არსებობს. ყველაზე ხშირად ცხელი ქვეყნების მაცხოვრებლებში გვხვდება. გადატანის შემდეგ უკვე მემკვიდრეობით გადაეცემა.
·         სარტყლისებრი ლიქენი – კანის დაავადება, რომელსაც იწვევს Herpes zoster-ის ვირუსი. აზიანებს ნევრულ უჯრედებს. რიგ შემთხვევებში ტკივილი და ქავილი გრძელდება წლების მანძილზე.
·         ვარდისფერი ლიქენი – კანის დაავადება, რომლის გამომწვევი მიზეზები ბოლომდე ცნობილი არ არის. ჩვეულებრივ უჩნდება სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს. არ არის გადამდები.
·         წითელი ბრტყელი ლიქენი – კანის ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომელიც აზიანებს კანის საფარს, ლორწოვან გარსს, ფრჩხილის ფირფიტებს.

სიმპტომები
ლიქენის თითოეული ტიპს აქვს თავისებური სიმპტომები:
·         ქატოსებრი ლიქენი – მოწითალო-მოყავისფრო ლაქები კანის საფარზე;
·         სარტყელისებური ლიქენი – ბუშტუკებისმაგვარი გამონაყარი, რომელსაც ახლავს ქავილი და ტკივილი;
·         ვარდისფერი ლიქენი – დიდი ვარდისფერი ლაქები, რომელთა შუაგულში კანი ყვითლდება და დახეთქილია;
·         წითელი ბრტყელი ლიქენი – ბრტყელი წითელი გამონაყარი, რომელსაც ახლავს ქავილი.

დიაგნოსტიკა
ლიქენის მკურნალობის დასადგენად საჭიროა ჩატარდეს:
·         ვიზუალური დათვალიერება და კანის სპეციფიკური სინჯების აღება;
·         ვუდის ნათურით დათვალიერება;
·         კანის ნაცვეთის მიკროსკოპია.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მიმდინარეობს ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ. ინიშნება:
·         ანტიჰისტამინური პრეპარატები;
·         ანტივირუსული პრეპარატები;
·         მალამოები;
·         პოლივიტამინები.

საშიშროება
ლიქენის გამწვავებამ შეიძლება გამოიწივიოს შემდეგი გართულებები:
·         პარალიჩი;
·         ჰეპატიტი;
·         ფილტვების ანთება;
·         შარდის ბუშტის დაზიანება;
·         გლაუკომა;
·         სისხლის მოწამვლა;
·         პოსტჰერპესული ნევრალგია.

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია ჯანსაღი ცხოვრების წესი და იმუნიტეტის გაძლიერება.

author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ფეოქრომოციტომა

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ