სახსრების დისპლაზია

0
715
სახსრები
#post_seo_title

სახსრების დისპლაზია – დამაკავშირებელი ქსოვილის დარღვევაა, რაც იწვევს მის დასუსტებას და სახსრების ჰიპერმობილობას (გაზრდილი მოძრაობა). სახსრების დისპლაზია ახალშობილებს დაბადებისთანავე ეტყობა, ხოლო ზრდასრულებში დაავადება იშვიათია.

ლოკალიზაციის მიხედვით გამოიყოფა:

მენჯ-ბარძაყის დისპლაზია;
იდაყვის სახსრების დისპლაზია (იშვიათი);
მხრის სახსარის დისპლაზია;
მუხლის სახსრების დისპლაზია.

მიზეზები:

მემკვირეობითი მიდრეკილება;
სამშობიარო და პოსტსამშობიარო ტრავმები;
​​​​​​​ფეხმძიმობის დროს ქალის ორგანიზმში ჰორმონალური დარღვევები;
ნაყოფის მჯდომიარე მდგომარეობა.

სახსრების დისპლაზია ხშირად აღენიშნება ახალშობილებს, რომელთა მშობლები 40 წელს არიან გადაცილებული.

სიმპტომები
დაავადების სიმპტომები დამოკიდებულია მისი ლოკალიზაციის ადგილზე და შემდეგია:

ერთი ფეხი მეორეზე მოკლეა, დუნდულების და მათი ნაკეცების ასიმეტრია, რომელიც ჩანს გაშლილი ფეხების დროსაც (მენჯ-ბარძაყის სახსრების დისპლაზია);
ტკივილი მხარის მოძრაობისას (მხრის სახსრების დისპლაზია);
ტკივილი მუხლში მოძრაობისას, მუხლის ფორმის ცვლილება (მუხლის სახსრების დისპლაზია).

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ორთოპედი ატარებს შემდეგი სახის გამოკვლევებს:

სახსრების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
სახსრების რენტგენოლოგიურ გამოკვლევას.

მკურნალობა
დაავადების სამკურნალოდ ინიშნება:

მასაჟები;
სამკურნალო ფიზკულტურა;
ფიზიოთერაპევტული პროცედურები;
მედიკამენტები;
სპეციალური სახვევები;
ქირურგიული ოპერაციები (სახსრის შეცვლა ხელოვნურით).

მკურნალობის კონსერვატიული მეთოდები შედეგიანია 1 წლამდე, თუ ბავშვი უფრო დიდია, მაშინ ქირურგიული ჩარევაა საჭირო.

დაავადების მკურნალობის არარსებობა იწვევს:

სიარულის დარღვევას;
სხეულის ფორმის დარღვევას;
ცვლილებებს ხერხემალში.

რისკის ჯგუფები:

ახალშობილები, რომელთა მშობლები 40 წელზე ზემოთ არიან;
ჰორმონალური ცვლილებების მქონე ბავშვები;
ბავშვები, რომლებიც ნორმაზე მეტი წონით დაიბადნენ.

რეკომენდაცია!

ფეხმძიმობის პერიოდში დაავადების განვითარების დროული შეწყვეტა;
მეძუძური ბავშვების ფეხების გაკოჭვის გამორიცხვა;
სამკურნალო ვარჯიშები.

author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ნაყენის რეცეპტი, რომელიც დაგეხმარებათ დაავადების მოშორებაში - კარტოფილის ყლორტებს სასწაულმოქმედი სამკურნალო თვისებები გააჩნია. ეს ყველამ უნდა იცოდეს!

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ