ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
მთავარიაკრედიტაცია„საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაცია უკვე გადავიდა აქტიურ ფაზაში“ - "საქართველოს საპატრიარქოს წმინდა...

„საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაცია უკვე გადავიდა აქტიურ ფაზაში“ – “საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და წმინდა ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი” საერთაშორისო ჯანდაცვის აკრედიტაციისთვის ემზადება

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.

“აკრედიტაცია კანადა”, რომლის წარმომადგენელი საქართველოში ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძეა, საქართველოს 20-ზე მეტი კლინიკის აკრედიტაციის პროცესშია ჩართული.
ამჟამად “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობა საქართველოშია და კლინიკებთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში მართავს.

“საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და წმინდა ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი” საერთაშორისო ჯანდაცვის აკრედიტაციისთვის ემზადება.

ამ საკითხთან დაკავშირებით წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში აღნიშნული სამედიცინო ცენტრის პერსონალისთვის ტრენინგ-სემინარი ჩატარდა.

ღონისძიება ამავე უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ბრაჭულმა გახსნა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა “საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და წმინდა ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ დირექტორმა, ვეფხვია ოდიშარიამ. მან კლინიკის დაარსების შესახებ ისაუბრა.

სემინარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ჟენევის ოფისის ექსპერტი, პროფესორი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში, გიორგი ფხაკაძე და „აკრედიტაცია კანადას“ ექსპერტი უძღვებოდნენ.

მომხსენებლებმა პაციენტების უსაფრთხოებაზე, ქართულ სამედიცინო დაწესებულებებში საერთაშორისო ჯანდაცვის სტანდარტების დანერგვასა და კლინიკაში მუშაობის საერთაშორისო პროცესებზე ისაუბრეს.

როგორც „აკრედიტაცია კანადას“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, სერვისზე დაფუძნებული სტანდარტები ეხმარება სამედიცინო დაწესებულებებს შეაფასონ ხარისხი, სამედიცინო სერვისის მიწოდების ყველა ეტაპზე.

მათ აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია, დანერგონ ხარისხი, პაციენტის უსაფრთხოების, მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვის პრაქტიკა სამედიცინო სერვისის მიწოდების ყველა მიმართულებით.

„აკრედიტაცია კანადას“ წარმომადგენლების განმარტებით, ეს სტანდარტი უზრუნველყოფს სამედიცინო დაწესებულებების ყოველდღიურ საქმიანობაში ხარისხის გაუმჯობესებას, პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების ჩართულობას კლინიკის საქმიანობის ყველა ეტაპზე.

„დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი დღე.

როგორც ცნობილია, საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაცია უკვე გადავიდა აქტიურ ფაზაში“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტმა, ექიმმა, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი ფხაკაძემ.

მისი თქმით, “საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და წმინდა ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი” გადის საერთაშორისო აკრედიტაციას „აკრედიტაცია კანადასთან“ ერთად.

„აკრედიტაცია კანადა“ არის მსოფლიოში უძლიერესი მაკრედიტებელი ორგანო სამედიცინო დაწესებულებების.

“საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და წმინდა ანას სახელობის სამედიცინო ცენტრმა“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაიაროს ყველაზე რთულ, მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად მაკრედიტებელ ორგანოსთან აკრედიტაცია. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ საპატრიარქოსთვის პრიორიტეტი არის პაციენტის უფლებები, არიან პაციენტზე ორიენტირებული და რაც მთავარია, უმაღლესი ხარისხი.

ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ სამედიცინო დაწესებულებების ხარისხზე, იგულისხმება როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე კლინიკური მაჩვენებლები და რა თქმა უნდა, პაციენტის უსაფრთხოება და პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვა.

პროცესი არის ძალიან რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო.

რამდენიმე თვეა, რაც ვმუშაობთან კლინიკასთან და ამ ხნის განმავლობაში ჩვენ უკვე დავინახეთ საკმაოდ კარგი შედეგები.

პირველ რიგში, პროცესში სამედიცინო პერსონალის ჩართულობა, ცვლილებები კლინიკური მიმართულებებით და ინფრასტრუქტურაშიც.

ჩვენ ვეხმარებით კლინიკებს, რომ გაიარონ აკრედიტაცია.

საქართველოში, 20-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება გადის აკრედიტაციას „აკრედიტაცია კანადასთან“.

განსაკუთრებით ხაზგასასმელია, მედპერსონალისა და მენეჯმენტის მზაობა, რაც მთავარია, საავადმყოფოების მფლობელების მზაობა არის ძალიან დიდი. „აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობა ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი საზოგადოებისათვის, რომ საპატრიარქო საავადმყოფოებმა (თბილისსა და ქუთაისში) მიიღეს ძალიან რთული გადაწყვეტილება, დაიწყეს აკრედიტაციის პროცესი მსოფლიოში ურთულეს მაკრედიტებელ ორგანოსთან…“ – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
მყუდრო ინტერიერის 4 აუცილებელი შემადგენელი

მყუდრო ინტერიერის 4 აუცილებელი შემადგენელი

ნოემბერი 27, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

27 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights