ოთხშაბათი, თებერვალი 5, 2025
მთავარიინტერვიუ"პაციენტის საბჭოს" სამდივნოს ხელმძღვანელად იოსებ დემეტრაშვილი დაინიშნა

“პაციენტის საბჭოს” სამდივნოს ხელმძღვანელად იოსებ დემეტრაშვილი დაინიშნა

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენელი საქართველოში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “პაციენტის საბჭოების სამდივნოს” ქმნის. საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი კი ამ საბჭოების სამდივნოა:

“საქართველოს ჯანდაცვის საზოგადოებრივი ინსტიტუტი მუშაობს იმისათვის, რომ განვითარდეს ჯანდაცვა საქართველოში, მაგრამ ეს ვერ მოხდება, თუ არ იქნება ჩართულობა პაციენტების მხრიდან.

შესაბამისად, ჩვენ უკვე წლებია, ვმუშაობთ პაციენტებთან სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ეს ჩართულობა იყოს უფრო ორგანიზებული და სტრუქტურიზებული.

ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტმა გადაწყვიტა, თავისი პლატფორმა “შენი პულსი” -ზე შეიქმნას დამატებითი პლატფორმა “შენი პაციენტი”.
“შენი პაციენტი” გააერთიანებს პაციენტებს სხვადასხვა საავადმყოფოებიდან. “შენი პაციენტის” სამდივნო იქნება საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტში და თითოეულ საავადმყოფოში იქნება პაციენტთა საბჭო.

ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა ყველასთვის. საავადმყოფოების საბჭოები გააჟღერებს პაციენტების ინფორმაციას, რის შემდეგაც ჩვენ ხელს შევუწყობთ, რომ პაციენტების ხმა იყოს ხელმისაწვდომი სამინისტროსა და საავადმყოფოებში.

ასევე ჩვენ დავუთმობთ პლატფორმას პაციენტებს, რომლის შესახებაც ფართო საზოგადოება გაიგებს. პრაქტიკულად, ჩვენ დღეს ვიწყებთ პაციენტების ჩართულობას არამხოლოდ ზედაპირულად, არამედ ღრმა ჩართულობით პაციენტების უშუალოდ ჯანდაცვის სისტემაში.” – აცხადებს საზოგადეობრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე.

“შენი პაციენტის” სამდივნოს ხელმძღვანელი გახლავთ იოსებ დემეტრაშვილი, რომელიც, პაციენტებთან იმუშავებს…

“შენი პულსი” იოსებ დემეტრაშვილს ესაუბრა:

“ჩვენ მხარს ვუჭერთ პაციენტთა საბჭოებს, რომლებიც შექმნილია სხვადასხვა საავადმყოფოში და ისინი ძირითადად იმუშავებენ იმისთვის, რომ ჩართული იყვნენ საავადმყოფოს მუშაობაში პაციენტების უფლებების დაცვის კუთხით.

 ისინი მონაწილეობას მიიღებენ საავადმყოფოს უშუალოდ განვითარებასა და სტრატეგიული გეგმის განვითარების ხელშეწყობაში.
შესაბამისად, სამდივნოს ფუნქციაა, ხელი შეუწყოს საბჭოებს უფრო ეფექტურად მუშაობაში, გაავრცელოს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში და გაზარდოს ცნობადობა მათ შესახებ… მხარი დაუჭიროს ლოჯისტიკურად, რათა მიიღონ საჭირო ინფორმაცია, რაც მათ სჭირდებათ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – სამდივნო საკუთარ თავზე იღებს, უზრუნველყოს კითხვარების მომზადება, გავრცელება, მათი შეგროვება სხვადასხვა საავადმყოფოდან, ამ ინფორმაციის დამუშავება და შემდეგ კომიტეტისთვის გადაცემა, რომ შემდეგ მათ განიხილონ კითხვარები, თუ რამე საჩივარი იქნება – პოზიტიური თუ ნეგატიური და უფრო რეალური და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საავადმყოფოს ყოველდღიურ ცხოვრებაში.”

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ერიკეირა: ლისაბონთან მდებარე წყლისპირა კურორტი ბოჰემური შარმით

ერიკეირა: ლისაბონთან მდებარე წყლისპირა კურორტი ბოჰემური შარმით

5 February, 2025
ვალერი მელაძის ავტომობილების კოლექცია, რომლის საერთო ღირებულებაც 70 მილიონი რუბლია – რას წერს რუსული მედია (ფოტოები)

ვალერი მელაძის ავტომობილების კოლექცია, რომლის საერთო ღირებულებაც 70 მილიონი რუბლია – რას წერს რუსული მედია (ფოტოები)

5 თებერვალი 2025
როგორ მოვაწყოთ ეზო ლამაზად – სტრატეგიები და იდეები იდეალური ეზოს შესაქმნელად

როგორ მოვაწყოთ ეზო ლამაზად – სტრატეგიები და იდეები იდეალური ეზოს შესაქმნელად

თებერვალი 5, 2025
მდინარე ალაზნის შენაკადები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 90 000 ქვირითით დათევზიანდა

მდინარე ალაზნის შენაკადები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 90 000 ქვირითით დათევზიანდა

თებერვალი 5, 2025
რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

23 იანვარი 2025
გთავაზობთ საუკეთესო, 5 -ვარსკვლავიან სასტუმროს საქართველოში

გთავაზობთ საუკეთესო, 5 -ვარსკვლავიან სასტუმროს საქართველოში

თებერვალი 5, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
საუზმეზე ხილის მირთმევა – ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა თუ არა?

საუზმეზე ხილის მირთმევა – ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა თუ არა?

თებერვალი 5, 2025
თავის მოვლის რუტინა ზამთარში – როგორ შევინარჩუნოთ გლუვი და დატენიანებული კანი

თავის მოვლის რუტინა ზამთარში – როგორ შევინარჩუნოთ გლუვი და დატენიანებული კანი

თებერვალი 5, 2025
ათენი – ყველაფერი, რაც საბერძნეთის დედაქალაქზე უნდა იცოდეთ

ათენი – ყველაფერი, რაც საბერძნეთის დედაქალაქზე უნდა იცოდეთ

5 თებერვალი 2025
თბილისში ელექტრომობილების დამტენების ქსელი ფართოვდება — დამონტაჟდება 200-მდე ახალი ელექტროდამტენი

თბილისში ელექტრომობილების დამტენების ქსელი ფართოვდება — დამონტაჟდება 200-მდე ახალი ელექტროდამტენი

თებერვალი 5, 2025
ხელოვნური ინტელექტი და კრიტიკული აზროვნების დეგრადაცია – რეალური საფრთხე?

ხელოვნური ინტელექტი და კრიტიკული აზროვნების დეგრადაცია – რეალური საფრთხე?

თებერვალი 5, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights