სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
მთავარიშენი ექიმიმეცნიერები ვარჯიშის ეფექტის მქონე აბს ტესტავენ

მეცნიერები ვარჯიშის ეფექტის მქონე აბს ტესტავენ

გასახდომი წამლების მომრავლების ფონზე მეცნიერები ისეთი პრეპარატის შექმნაზე მუშაობენ, რომელსაც ვარჯიშის ეფექტი ექნება. ამის შესაძლო კანდიდატია ნაერთი SLU-PP-332, რომელსაც მეცნიერები მღრღნელებზე დიდი ხანია ტესტავენ.

როგორც ამერიკის ქიმიური საზოგადოების პრესრელიზში ვკითხულობთ, SLU-PP-332-ის კვლევის შედეგები დამაიმედებელია და იმაზე მიანიშნებს, რომ ნაერთს ვარჯიშის ეფექტის მიბაძვა შეუძლია.

„ვარჯიშს ვერ ჩავანაცვლებთ; ვარჯიში ყველა დონეზე მნიშვნელოვანია”, — აცხადებს ბაჰა ელჯენდი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პროფესორი და ახალი ნაერთის კვლევაზე მომუშავე მეცნიერი — “თუ ვარჯიში შემიძლია, უნდა წავიდე და ფიზიკური აქტივობით დავკავდე, მაგრამ მრავალი ისეთი შემთხვევაა, როცა ამის ჩამნაცვლებელია საჭირო”.

მღრღნელების უჯრედებზე ნაერთმა რამდენიმე გვერდითი მოვლენა გამოიწვია, საერთო ჯამში კი დამაიმედებელი შედეგები აჩვენა. მიუხედავად ამისა, ცხოველებზე დამატებითი კვლევები უნდა ჩატარდეს, სანამ SLU-PP-332-ს ადამიანებზე გამოცდიან.

მეცნიერები დიდხანს ფიქრობდნენ წამლის შექმნაზე, რომელსაც ვარჯიშის ეფექტი და ცოტა გვერდითი მოვლენა ექნებოდა. მიუხედავად ამისა, წლები აღმოჩნდა საჭირო იმისათვის, რომ შესაძლო პრეპარატების ცხოველებზე გამოცდა დაწყებულიყო.

ელჯენდი ფიქრობს, რომ SLU-PP-332 ზოგიერთ შემთხვევაში განსაკუთრებით სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს. მაგალითად, აბის მეშვეობით ვარჯიშის ეფექტს ისეთი ადამიანებიც მიიღებენ, რომელთაც ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელობის პრობლემების გამო არ შეუძლიათ. პრეპარატი დაეხმარება მათაც, ვინც მედიკამენტების გამოყენებით სწრაფად დაიკლეს წონაში, თუმცა კუნთოვანი მასა ჯერ არ გაზრდიათ.

„შესაძლებელია, სავარჯიშო პროგრამები შეავსოს და პაციენტებს მეტი სარგებელი მისცეს”, – თქვა ელჯენდიმ — “ან შესაძლებელია, ახალ მედიკამენტებთან ერთად მიიღონ: დიაბეტის საწინააღმდეგო წამლებთან ან სიმსუქნისა და წონის კლებისათვის გამოყენებულ პრეპარატებთან”.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ SLU-PP-332 დაახლოებით ათი წლის წინ აღმოაჩინეს, როცა სპეციალურ ცილებს, ERR-ებს, იკვლევდნენ. მეცნიერები გულდასმით აკვირდებოდნენ ამ ცილების სტრუქტურასა და მათ შემაკავშირებელ მოლეკულებს. შედეგად ელჯენდიმ და მისმა კოლეგებმა ახალი მოლეკულები შექმნეს, რომლებიც ERR-ების აქტივაციის იმიტაციას აკეთებს. სწორედ ასე შეიქმნა ნაერთი SLU-PP-332.

მეცნიერების განმარტებით, ნაერთი კუნთში დაღლისადმი გამძლე ბოჭკოების რაოდენობას ზრდის და ცხოველების ამტანობას აუმჯობესებს. მისი ეფექტი სარბენ ბილიკზე მორბენალ მღრღნელებზე შეამოწმეს. სავარაუდოა, რომ ნაერთი ვარჯიშს ადამიანებსაც გაუმარტივებს და პროცესს უფრო ეფექტიანს გახდის.

ელჯენდის თქმით, მინიმუმ ხუთი წელი მაინც იქნება საჭირო, სანამ ადამიანები SLU-PP-332-ის მიღებას შეძლებენ. იგი ჯერ ცხოველებზე უნდა შემოწმდეს საფუძვლიანად, შემდეგ კი — ადამიანებზეც. და მაინც, ვარჯიშის ეფექტის მქონე უსაფრთხო აბი იმდენად მიმზიდველი პერსპექტივაა, რომ ბევრს ნამდვილად უღირს ლოდინად.

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
ბერძნული არქიტექტურა: სილამაზისა და სრულყოფილების საუკუნოვანი გავლენა

ბერძნული არქიტექტურა: სილამაზისა და სრულყოფილების საუკუნოვანი გავლენა

ნოემბერი 26, 2024
კრახუნა, აღწერა და ისტორია – ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია

კრახუნა, აღწერა და ისტორია – ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

26 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights