პაციენტი ქეთევან რეხვიაშვილი მადლობას უხდის ექიმებს გადარჩენისთვის.
„ბატონო ირაკლი! მადლობა უფალს რომ ჩემი ექიმი ხართ! ჩემი გადამრჩენელი, თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ და შესაძლებლობა მომეცით ამ დილით შვილისთვის წარმატებული სასწავლო წელი მესურვებია.
თქვენ შესაძლებლობა მომეცით ჩემს საყვარელ პოზიტიურ სტუდენტებთან და მოსწავლეებთან მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გამეგრძელებინა, თქვენი სიტყვების დავიჯერე: „მომენდე, წამომყევი და შარშანწინდელი თოვლივით დაგავიწყებ ამ ტკივილსო”! ღმერთმა უმრავლოს საქართველოს თქვენნაირი მამულიშვილები და პროფესიონალები“ – თქვენი მადლიერი პაციენტი ქეთევან რეხვიაშვილი

გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში.
#აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi




