საშარდე გზების ინფექცია ფართოდ არის გავრცელებული ბავშვებში – სიმპტომები, რისკის ჯგუფები, დიაგნოზი, მკურნალობა

0
769
საშარდე გზების ინფექცია ფართოდ არის გავრცელებული ბავშვებში
#post_seo_title

საშარდე გზების ინფექცია ბავშვებში

საშარდე გზების ინფექცია ფართოდ არის გავრცელებული ბავშვებში. ამ მდგომარეობის განვითარების რამოდენიმე მიზეზი არსებობს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს ხდება როცა ბაქტერიები აღმავალი გზით შარდის ბუშტში ან თირკმელებში ხვდება. შარდის ბუშტის ანთებას ცისტიტი, ხოლო თირკმელის ანთებას პიელონეფრიტი ჰქვია.
სიმპტომები ცისტიტის დროს:
ტკივილი, წვა, არასასიამოვნო შერგძნება შარდვისას
ხშირი შარდვა მცირე პორციებით
შარდვის გახშირება ღამის საათებში
ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში
ამღვრეული შარდი, ან სისხლი შარდში
თუ ამას დაერთო ინტოქსიკაცია, გულისრევა, ღებინება, უმადობა, ტკივილი წელის არეში ან მუცლის გვერდითა მიდამოში და, რაც მთავარია, ცხელება, რომელიც 38.5 გრადუსს აჭარბებს, უნდა ვიფიქროთ, რომ ინფექცია თირკმელშიც გავრცელდა და პიელონეფრიტთან გვაქვს საქმე.
რისკის ჯგუფები:
გოგონები. ეს დაკავშირებულია შარდის არხის ანატომიურ თავისებურებებთან: ქალებში ის უფრო ფართო და მოკლეა
საშარდე გზების ანომალია
შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი (შარდის უკუდინება შარდის ბუშტიდან თირკმელში)
პირადი ჰიგიენის წესების დარღვევა
ოჯახური ანამნეზი
დიაგნოზი:
შარდის კლინიკური ანალიზი
შარდის ბუშტის და თირკმელების ექოსკოპია
შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევა
მკურნალობა:
ანტიბიოტიკი
ტკივილგამაყუჩებელი
სიცხის დამწევი
საშარდე გზების ინფექცია კარგად ექვემდებარება მკურნალობას, მაგრამ მნიშვნელოვანია დროულად დავიწყოთ თერაპია.
შესაბამისი მკურნალობის გარეშე საშარდე გზების ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების დაზიანება.
პროფილაქტიკა:
ბავშვის საფენის ხშირი გამოცვლა
პირადი ჰიგიენის დაცვა
ნაწლავთა რეგულარული მოქმედება
სწორი ჩაბანა, განსაკუთრებით გოგონებისთვის – წინიდან უკან და არა უკნიდან წინ
ნატურალური ბამბის საცვლების ხმარება
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  იშემიური კოლიტი წარმოადგენს მსხვილი ნაწლავის რთულ, ქრონიკულ დაავადებას

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ