ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
მთავარიშენი ექიმიღორის თირკმელი ცოცხალ პაციენტს გადაუნერგეს

ღორის თირკმელი ცოცხალ პაციენტს გადაუნერგეს

62 წლის რიჩარდ სლეიმენი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც ღორის თირკმლის ტრანსპლანტატი მიიღო. მასაჩუსეტსის General Hospital-ში შესაბამისი ოპერაცია 16 მარტს ჩატარდა. პაციენტი თავს კარგად გრძნობს და შესაძლოა, მალე საავადმყოფოდან გაწერონ.

ჩატარებული პროცედურის წარმატებულობა იმედს იძლევა, რომ ერთ დღეს ღორის ორგანოების ტრანსპლანტატები გავრცელებულ პრაქტიკად იქცევა და მისი საშუალებით ასიათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდება. ამ მომენტისთვის, მხოლოდ აშშ-ში, თირკმლის გადანერგვის მომლოდინეთა რიგში 93 000 ადამიანია.

რამდენიმე წელია, რაც მეცნიერები გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორების შესაქმნელად მუშაობენ. ეს იმისათვის, რომ კრიტიკული საჭიროების შემთხვევაში, ღორის ორგანოების ადამიანში გადანერგვა იყოს შესაძლებელი. ამ მხრივ ბოლო წლებში არაერთი ექსპერიმენტი ჩატარდა, მათ შორის ორ მკვდარ რეციპიენტზე, რომლებიც ჯერ კიდევ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყვნენ მიერთებული. ხოლო 2022 წელს პაციენტს პირველად გადაუნერგეს ღორის გული. ის ოპერაციიდან ორ თვეში მოკვდა. 2023 წელს, ღორის გულის მეორე რეციპიენტმა, კი ექსპერიმენტული ოპერაციის შემდეგ, 6 კვირა იცოცხლა. გასათვალისწინებელია, რომ ამ ექსპერიმენტული პროცედურების შედეგებიდან მეცნიერები ჯერ კიდევ ბევრ ახალ რამეს სწავლობენ, მომავალში ასიათასობით ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.

მასაჩუსეტსში ღორის თირკმლის ტრანსპლანტატის გადანერგვა ცოცხალ ადამიანზე მსგავსი პროცედურის ჩატარების პირველი შემთხვევაა. 4-საათიანი ოპერაციის შემდეგ პაციენტი თავს კარგად გრძნობს. საავადმყოფოს განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ შესაძლოა ის სტაციონარიდანაც მალე გაწერონ.

“მე ეს აღვიქვი არა მხოლოდ როგორც ჩემი დახმარების გზა, არამედ ტრანსპლანტატის მომლოდინე ათასობით ადამიანისთვის იმედის გაჩენის საშუალება”, — ამბობს პაციენტი.

მასაჩუსეტსელ პაციენტს მეორე ტიპის დიაბეტისა და მაღალი არტერიული წნევის ისტორია აქვს. ის 7 წლის განმავლობაში დიალიზზე იყო, სანამ 2018 წელს ადამიანისგან თირკმლის ტრანსპლანტატს მიიღებდა. დონორის თირკმლის გადანერგვიდან 5 წელიწადში ორგანომ შეფერხებით დაიწყო მუშაობა და 2023 წელს პაციენტს დიალიზის გაგრძელება მოუწია. ეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო და კლინიკაში რეგულარულ ვიზიტებს მოითხოვდა.

“მას უნდა მოეცადა 5-6 წელი მორიგი ადამიანი დონორის თირკმლისთვის. მას ამდენი დრო აღარ ჰქონდა და ვეღარ გადარჩებოდა”, — ამბობს დოქტორი უინფრედ უილიამსი, Mass General-ის ნეფროლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი და პაციენტის ექიმი, The New York Times-ისთვის გაკეთებულ კომენტარში.

იმ რისკის გათვალისწინებით, რომელიც პაციენტის სიცოცხლესთან დაკავშირებით არსებობდა, ექიმებმა მასთან ღორის თირკმლის გადანერგვის შესაძლებლობა განიხილეს. პროცედურასთან დაკავშირებული პოტენციური რისკისა და სარგებლის შეწონვით, საბოლოოდ მან ღორის თირკმლის გადანერგვა გადაწყვიტა.

რაც შეეხება თვითონ თირკმელს, ის ბიოტექტონოლოგიური კომპანია eGenesis-მა უზრუნველყო. კომპანია ადამიანისთვის გამოსადეგ ორგანოების გამოყვანაზე ზრუნავს. eGenesis ცნობილ გენის რედაქტირების ტექნოლოგია — CRISPR-ს იყენებს, იმისათვის რომ ღორების გენები შეცვალოს.

ღორის გენეტიკური მოთვინიერება
ადამიანის ორგანიზმისთვის მისაღები ორგანოების შესაქმნელად მეცნიერები ღორის უჯრედებში სამ გენს ცვლიან. ესაა ნახშირწყლებისა და შაქრის წარმოებაზე პასუხისმგებელი გენები, რომლებზეც ადამიანის იმუნური სისტემა მწვავედ რეაგირებს და ორგანოში მათი არსებობის შემთხვევაში ტრანსპლანტატის ე.წ. უკუგდებას იწვევს.

მეორე მხრივ, მეცნიერები გენმოდიფიცირებისთვის განკუთვნილ ღორის უჯრედებში ადამიანის შვიდ გენს ამატებენ, რითაც ადამიანის იმუნური სისტემის მიერ ტრანსპლანტატის უკუგდების პრევენციას ცდილობენ. ბოლოს კი ისინი ღორის გენომში “გამორთავენ” ვირუსული დნმ-ის ფრაგმენტებს, ე.წ. ენდოგენურ რეტროვირუსებს. eGenesis-ის მიხედვით,ეს ვირუსები ღორისთვის უვნებელია, თუმცა ადამიანისთვის პოტენციურად ზიანის მომტანია.

როგორც CNN-იტყობინება, მეცნიერებს ღორის დნმ-ში ჯამურად 69 ჩასწორება სჭირდებათ, იმისათვის რომ მის ორგანიზმში გაზრდილი ორგანოები ადამიანის ტრანსპლანტატად გამოსადეგი იყოს.

აღსანიშნავია, რომ ტრანსპლანტაციის პროცედურას თან ახლავს ანტისხეულებზე დაფუძნებული მკურნალობა და იმუნიტეტის დამთრგუნველი პრეპარატები, იმისათვის რომ ორგანოს უკუგდების პრევენცია მოხერხდეს.

“იმედი გვაქვს, რომ დიალიზი მოძველებულ პრაქტიკად იქცევა”, — ამბობს დოქტორი ლეონარდო რიელა, Mass General-ის თირკმლის ტრანსპლანტაციის მიმართულების სამედიცინო ხელმძღვანელი, The Washington Post-თან ინტერვიუში.

სლეიმენის ოპერაცია “ასვევე არის პოტენციური გარღვევა ჩვენი სფეროსთვის დამახასიათებელი პრობლემის გადაჭრის კუთხით; მაგალითად, თირკმლის გადანერგვის შესაძლებლობაზე არათანაბარი ხელმისაწვდომობის მხრივ, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პაციენტებისთვის; ასევე ტრანსპლანაციისთვის გამოსადეგი ორგანოების უკიდურესი დეფიციტის და სხვა სისტემური ბარიერების პირობებში”, — დასძენს უილიამსი განცხადებაში.

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

ნოემბერი 26, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights