სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისხვა-ამბებირა შემთხვევაში უნდა იყვნენ ახალგაზრდები ყურადღებით და როგორ უნდა აიცილონ კატასტროფა თავიდან...

რა შემთხვევაში უნდა იყვნენ ახალგაზრდები ყურადღებით და როგორ უნდა აიცილონ კატასტროფა თავიდან – რა ნიშნებით ვლინდება ინფარქტი

ახალგაზრდა ასაკში პაციენტებს კორონარული არტერიების დაზიანება აღენიშნებათ, საკმაოდ რთულად მიმდინარე ინფარქტი ემართებათ.

კარდიოქირურგმა, მიხეილ მეტრეველმა გადაცემაში „იმუნიტეტი“ განაცხადა, რომ ახალგაზრდა ასაკში ეს ვერაგი დაავადება დიდ პრობლემას ტოვებს.

„ქალები, ვიდრე ჰორმონალური დისბალანსი არ დადგება ორგანიზმში, 99%-ით არიან დაცულები. მამაკაცები გულის იშემიური დაავადებების მიმართ უფრო მაღალი რისკის ჯგუფში არიან. აქვე მინდა ერთი რამ აღვნიშნო, რომ გულის იშემიური დაავადებებისაგან ასაკი არც გვიცავს და არც განაპირობებს. ჩემს პრაქტიკაში, მსოფლიოს წამყვან კლინიკებს ჰქონიათ გამოცდილება, როცა 27, 30 წლის, ახალგაზრდა ასაკში გულის მიოკარდიუმის ინფარქტით მიუყვანიათ პაციენტი. ახალგაზრდა ასაკში ეს ვერაგი დაავადება გაცილებით უფრო რთულ, დიდ პრობლემას გვიტოვებს, უფრო რთულად მიმდინარე პროცესი გააჩნია, ვიდრე ხანდაზმულ, 80 წელს გადაცილებულ ასაკში“, – ამბობს მიხეილ მეტრეველი.

მისი თქმით,  ჯანმრთელ ნიადაგზე მწვავედ განვითარებული სისხლძარღვის ოკლუზია, დაკეტვა, საკმაოდ დიდ პრობლემას განაპირობებს.

„გულის იშემიური დაავადებას ბევრი სხვადასხვა საწინდარი აქვს. პირველი გენეტიკა და ქრონიკული დაავადებებია, მაგალითად, დიაბეტი, რთული ფორმები, მაღალი შაქარი, სხვადასხვა ტიპის ვასკულიტი, ანთებითი პროცესი, რომელიც გულის მკვებავ არტერიებს აზიანებს.

არასწორი ცხოვრების წესი ძალიან მომრავლდა. ახალგაზრდები, რომელიც ფასტფუდით იკვებებიან, აწუხებთ ჭარბი წონა და ნაკლებს მოძრაობენ. წყალს ნაკლებად სვამენ. დაშაქრულ გაზიან სასმელებს იყენებენ. არასწორი კვება და ჭარბი რაოდენობით თამბაქოს მოწევა განსაკუთრებით საზიანოა. ახალგაზრდა ასაკში, 90%-ში მიოკარდიუმის ინფარქტი ნარკოდამოკიდებულებასთანაა ასოცირებული. კლასიკურად, ინფარქტს წინ გულმკერდის ძვლის უკან ძლიერი, მოჭერითი ხასიათის ტკივილი უძღვის. ასევე, ტკივილი მარცხენა ხელზე გადაეცემა. შესაძლოა, თითების დაბუჟება ახლდეს, ბეჭის ტკივილი გამოიხატოს და ასე შემდეგ. მარჯვენა კორონარული არტერიის დაკეტვის ნიადაგზე, ხშირ შემთხვევაში, პაციენტებს გულძმარვა ეწყებათ და ტკივილი უფრო დიაფრაგმის მხარეს ლოკალიზდება. ატიპიურ სიმპტომტიკაში შეიძლება იყოს იგივე თითების დაბუჟება, მშრალი ხველა, ყბაში მოჭერა. ასევე, მარჯვენა ფერდის ქვეშ ტკივილი. კბილის ტკივილი არის უიშვიათესი სიმპტომი“, – განაცხადა კარდიოქირურგმა, მიხეილ მეტრეველმა.

  "იცურეთ, რამდენიც შეგიძლიათ!" - პროფესორ გიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights