ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
მთავარიშენი ექიმინაყოფი არ დაზიანებულა - ცოცხალი ჩანასახისგან ადამიანის ორგანოების პატარა მოდელები შექმნეს

ნაყოფი არ დაზიანებულა – ცოცხალი ჩანასახისგან ადამიანის ორგანოების პატარა მოდელები შექმნეს

ისტორიაში პირველად, მკვლევრებმა ცოცხალი ჩანასახისგან ადამიანის ორგანოების პატარა მოდელები შექმნეს. ეს ამნიონური სითხიდან აღებული ღეროვანი უჯრედებით მოხერხდა და პროცესში ნაყოფი არ დაზიანებულა. შესაძლოა, მიღწევა დაგვეხმაროს, რომ სამომავლოდ სხვადასხვა დაავადებას საშვილოსნოშივე ვუმკურნალოთ.

ეს ორგანოიდები ორგანოების სრული ასლები ნამდვილად არაა. მიუხედავად ამისა, მსგავსება საკმარისად დიდია იმისთვის, რომ მათი მეშვეობით დაავადებებისა თუ სხვა რთულად საკვლევი ბიოლოგიური ასპექტების კვლევა მოხერხდეს.

მეცნიერებმა ამნიონური სითხის ცოცხალი ღეროვანი უჯრედებისგან ფილტვის, თირკმლისა და ნაწლავების ორგანოიდები გაზარდეს. აღნიშნული სითხე ნაყოფს იცავს და მას საკვები ნივთიერებების მიღებაში ეხმარება. იგი დედის ორგანიზმიდან რეგულარული გამოკვლევების დროს მოიპოვეს, პროცესში კი ნაყოფი არ დაზიანებულა.

ორგანოიდები აქამდე მკვდარი ჩანასახის უჯრედებისგან გაუზრდიათ, თუმცა ამას რეგულაციები ზღუდავს და ეთიკის თვალსაზრისითაც საკმაოდ სადავო საკითხია. მათი შექმნა ზრდასრულთა ღეროვანი უჯრედებისგანაც შესაძლებელია, მაგრამ ეს სხეულის განვითარების გაცილებით გვიანი ეტაპია.

შესაძლოა, ახალი ქსოვილის საშუალებით მეცნიერებმა შეძლონ და სამომავლოდ საშვილოსნოშივე გამოიკვლიონ სხვადასხვა პრობლემა — ბავშვის დაბადებამდე კვირებით ადრე. აქამდე მისასვლელად დამატებით უამრავი კვლევა იქნება საჭირო, მეცნიერთა ეს მიღწევა კი ამისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

უფრო ზუსტად, გუნდი დიაფრაგმის თანდაყოლილ თიაქარს (CDH) აკვირდებოდა — ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელსაც სუნთქვის პრობლემების გამოწვევა შეუძლია. მკვლევრებმა CDH-ის მქონე და არმქონე ჩანასახებისგან გაზრდილი ორგანოიდები შეისწავლეს, შედეგად კი დაავადებასთან დაკავშირებული გენების დაფიქსირება შეძლეს.

„ეს პირველი შემთხვევაა, როცა ბავშვის თანდაყოლილი დაავადების ფუნქციური შეფასება მის დაბადებამდე შევძელით, ეს კი პრენატალური მედიცინის კუთხით დიდი წინგადადგმული ნაბიჯია”, — აცხადებს პაოლო დე კოპი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პედიატრ-ქირურგი — “დიაგნოზი, როგორც წესი, ულტრაბგერითი გამოკვლევით, MRI-ს მეშვეობით ან გენეტიკური ანალიზით ისმება. როდესაც თანდაყოლილი დიაგნოზის მქონე ოჯახებს ვხვდებით, ხშირად ზუსტი პროგნოზის გაკეთება არ შეგვიძლია, რადგან ყოველი შემთხვევა განსხვავებულია”.

ეს იმის შანსს გვაძლევს, რომ სამომავლოდ დაავადებას მანამ ვუმკურნალოთ, სანამ სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს.

მკვლევართა თქმით, შესაძლებელია, თანდაყოლილი დაავადებების სამკურნალო წამლები ჯერ ორგანოიდებზე გამოიცადოს, სანამ მათ ჯერარდაბადებულ ბავშვს მისცემენ. ეს ახალი გზაა, რათა საშვილოსნოს შიგნით ნაყოფის განვითარებას დავაკვირდეთ. მკვლევართა მიღწევა საკმაოდ დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა სამუშაო კვლავაც ბევრია.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
მყუდრო ინტერიერის 4 აუცილებელი შემადგენელი

მყუდრო ინტერიერის 4 აუცილებელი შემადგენელი

ნოემბერი 27, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

27 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights