სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
მთავარიბლოგი„საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის შეფასების დრო დადგა…“ - გიორგი ფხაკაძე

„საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის შეფასების დრო დადგა…“ – გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის შეფასების დრო დადგა…

მისი თქმით, შეფასება დაწერილი ქონდა, როცა ბატონი დავითის კომენტარი გაუგზავნეს. ბატონი დავითი იგივეს ამბობს, რაც მან დაწერა.

„საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის შეფასების დრო დადგა…

პოსტი დაწერილი მქონდა. დილით მეგობარმა ბატონ დავით გადელიას კომენტარი გამომიგზავნა….

წავიკითხე და ბატონი დავითი იმას ამბობს, რაც მე დავწერე, ოღონდ მე უფრო “დიპლომატიური” ტექსტი გამომივიდა…

გადავწყვიტე ჩემი პოსტის მაგივრად ბატონი დავითის პოსტი უცვლელად გავაზიარო…“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

“….რასაც 30 წელი ცოდვილობდნენ, მე ორ წელიწადში გავაკეთე!..” – არ გეგონოთ თენგიზ ჩანტლაძის შესანიშნავი მინიატურიდან “ბატონი სამსუნის იუბილე!” ფრაგმენტს ვკითხულობდე! ეს გადამდგარმა მინისტრმა დაწერა ამ წუთას თავის გვერდზე! ანუ ხალხს, რომლებიც წლები ვწერდით ჯანდაცვის კონცეფციას, შემდეგ შესაბამის კანონებს და ზუსტად რომ ვთქვათ 32 წელი ვწვალობდით ქვეყნის ქართული ჯანდაცვის შექმნაზე- ტყუილად გვიჯახირია! ჩემს თავს არ დავეძებ- ბევრად მეტი ღვაწლი აქვთ ამ საქმეში სხვებს. ზოგი აღარცაა ცოცხალი და თავის დასაცავად რა პასუხს გასცემენ. მეც ვიფიქრე, არ გამეცა პასუხი- საერთოდ, ექიმებმა არც ვიცით დიდი ყურადღების მიქცევა სფეროში შემთხვევით მოხვედრილი ხალხის ნათქვამზე. ალბათ ცოტა პატივმოყვრობითაც მოგვდის, ამიტომაც სარგებლობენ ხანდახან ამით… ადამიანმა, რომელიც არანაირ აზრზე არ იყო ჯანდაცვის სისტემაზე, შეძლო ორ წელიწადში უზარმაზარი რეფორმა ჩაეტარებინა!!
😄…ნეტა მართლა თუ ჰგონია ვინმეს, რომ ეს შესაძლებელია? ჰოლივუდურ ფილმებშიც კი უფრო მოზომილადაა სცენარი. არ ვამბობ, რომ ჯანდაცვის მინისტრი აუცილებლად ექიმი უნდა იყოს- სულაც არაა საჭირო. მით უფრო, როცა ჩამოყალიბებულ, მდგრად სისტემას ხელმძღვანელობს და მხოლოდ იმითაა დაკავებული, რომ რაც შეიძლება მეტი დაფინანსება მოუპოვოს დარგს და ეს ფინანსები ეფექტურად გამოიყენოს!
სინამდვილეში კი აღნიშნულმა მინისტრმა ჩვენი მედიცინა- რომელიც 2013 წლიდან დაწყებული, საკმაოდ სწრაფად გახდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყნის მედიცინაზე უკეთესი, რეგიონის ლიდერი და თითქმის გაუთანაბრდა თურქეთს- ახლა, ამ ორ წელიწადში სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო! უკიდურესად მძიმე ვითარებაა ბევრი მიმართულებით და განსაკუთრებით ინტენსიური მოვლის საჭიროების მქონე ავადმყოფების მკურნალობაზე; თითქმის ყველა კლინიკა გააღატაკა და ყველა მოვალეებად, ფინანსური დისციპლინის დამრღვევებად გვაქცია და ამისთვის მშვენივრად გამოიყენა ბანკში მუშაობის 20 წლის გამოცდილება- სულ წვრილი შრიფტებით დაწერილის სათავისოდ გამოყენებით მილიონობით ვალი აკიდა კლინიკებს.
მე კლინიკებთან მუშაობის მისი “სიმართლე” ვიცი და აქედან თუ ვიმსჯელებთ- აღარც ფარმაცევტულ დარგთან მისი სიმართლის მჯერა- თუმცა, როგორც გავიგე, მათ თავიდანვე უჩივლიათ სასამართლოში და გაარკვევენ თავიანთ სამართალს. ჩვენ ჩივილიც ვერ გავბედეთ, რადგან ისეა დაწერილი დადგენილება, რომ სათავისო ინტერპრეტაციით აქეთ სამჯერ მეტ ჯარიმას მოგვარტყამდნენ.
საოცარია, მინისტრად ისე მოვიდა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა რას ნიშნავს სოციალური სფეროს მინისტრი- ეს არაა ბანკის მმართველობა, რომ გაძარცვო კლინიკა და ძველი გაცემულიც წაართვა, წვრილი შრიფტის საშენოდ გამოყენებით! სოციალურ სფეროში მინისტრობა ნიშნავს მაქსიმალურად დიდი სახსრები მოიზიდო, განკარგო ეფექტურად და გყავდეს კმაყოფილი ქვეყნის მოქალაქეები- ამავე დროს, შესაძლებლობა მისცე დარგსაც განვითარდეს!! მოხდეს რეინვესტიცია. რაც შეეხება თაღლითებს, ბიუჯეტის ფულის მფლანგავებს- ამისთვის არსებობს სულ სხვა სამსახურები და ისინი ხედავენ, საკმაოდ ეფექტურადაც.
ვიცი, რომ მოსახლეობაშიც არის სამედიცინო სისტემაზე განაწყენებული მოქალაქეები, რომლებსაც შეიძლება მოეწონოთ მინისტრის ნაწერი- “ფული წაართვა კლინიკებს!”-ო, მაგრამ ყველაფერი ეს ცუდად უბრუნდება ისევ მოსახლეობას! ისე კარგად მიდიოდა საქმე, რომ უმეტესი დაავადებების მკურნალობა უკვე ჩვენს ქვეყანაში, სხვაგან წაუსვლელად იყო შესაძლებელი! უძვირფასესი, ყველაზე თანამედროვე სამედიცინო აპარატურაა ახლა საქართველოში. მახსოვს, თხუთმეტიოდე წლის წინ, გულის შუნტირებისთვის სომხეთში მიდიოდნენ ჩვენი მოქალაქეები.
სახელმწიფო მოხელემ არ უნდა შეუწყოს ხელი ადამიანების ქვენა გრძნობებზე მოქმედებას და ვინმეს (მით უფრო- შენი სახელმძღვანელო დარგის მუშაკების!!) მტრად და წურბელებად წარმოჩენას. გახსოვდეთ- ინკვიზიციამ ძალიან ბევრი კარგი ადამიანი, ხალხმრავალ ადგილებში, გასულელებულ მაყურებელთა ტაშისკვრით შეაგდო კოცონზე…“
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა წინა კვირას დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

ნოემბერი 26, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights