პარასკევი, აპრილი 17, 2026
მთავარიბლოგი„მოიმარაგეთ პირბადეები, მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს!“ - გიორგი ფხაკაძე მიმართვას ავრცელებს

„მოიმარაგეთ პირბადეები, მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს!“ – გიორგი ფხაკაძე მიმართვას ავრცელებს

17/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით, საზოგადოებას მიმართავს.


„კორონავირუსის ახალ შტამი, EG.5 სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს და გამოიყენეთ პირბადე. ეს ვარიანტი უფრო მეტად გადამდები არის (სხვა შტამებთან შედარებით) და უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.


საქართველოში ეს ვარიანტი ზაფხულიდან არის და უკვე ყველა კოვიდ ინფიცირებულების 50%-ს შეადგენს.


ძირითადი სიმპტომები: ხველა, ყელის ტკივილი და საერთო სისუსტე ახასიათებს. კლინიკური მახასიათებლები „ომიკრონის“ სხვა შტამების მსგავსია.

არ ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა და აქვს ზოგადად ზემო სასუნთქი ინფექციების დამახასიათებელი ნიშნები: რამდენიმედღიანი ცხელება, ყელის ტკივილი, მშრალი ხველა და ცხვირიდან გამონადენი.


რისკის ჯგუფები: 70 წელს გადაცილებული ქრონიკული პაციენტები. მთავარია, საპანიკო არაფერია. თავს გაუფრთხილდით და მოიმარაგეთ პირბადეები“, – წერს ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/moimaraget-pirbadeebi-moeridet-tavsheyris-adgilebs-giorgi-fkhakadze-mimartvas-avrtselebs


author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  ეს 7 მარტს ვთქვი და ყურადღება არავინ მომაქცია, დღეს კი ყველა გადაირია საქართველოში ამაზე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights