სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიმეცნიერებმა შექმნეს ტექნოლოგია, რომელსაც ემოციების ამოცნობა რეალურ დროში შეუძლია

მეცნიერებმა შექმნეს ტექნოლოგია, რომელსაც ემოციების ამოცნობა რეალურ დროში შეუძლია

მეცნიერებმა ტექნოლოგია შექმნეს, რომელსაც შეუძლია, ადამიანის ემოციები რეალურ დროში ამოიცნოს. მიღწევა ულსანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის მკვლევრებს ეკუთვნით.

შესაძლოა, ტექნოლოგია სამომავლოდ სხვადასხვა სერვისში გამოვიყენოთ. იგი ისეთი ჰუმანოიდი რობოტების შექმნაშიც შეიძლება დაგვეხმაროს, რომლებიც ადამიანის ემოციების უკეთ ამოცნობას შეძლებს.

ტექნოლოგიას PSiFI ეწოდება. იგი ნიღბის მსგავსი მოწყობილობაა, რომელიც სახეზე თავსდება. PSiFI წელვადი და გამჭვირვალეა. იგი მარტივად გამოსაყენებელია და ფუნქციონირებისთვის ენერგიის გარე წყარო არ სჭირდება.

ტექნიკის ეფექტიანობა ნაწილობრივ სწორედ იმის დამსახურებაა, რომ თავისი მუშაობისათვის საჭირო ენერგიას თვითონვე წარმოქმნის. მას არც კომპლექსური აღჭურვილობა აქვს მონაცემების შესაკრებად.

პრესრელიზის მიხედვით, სენსორს შეუძლია, ვერბალური და არავერბალური ინფორმაცია ერთდროულად დააფიქსიროს. მკვლევართა გუნდმა სისტემაში კუნთის დეფორმაციისა და ხმის იოგების ვიბრაციის დაფიქსირების ფუნქციები გააერთიანა. გარდა ამისა, მონაცემების გადამამუშავებელი წრედი მონაცემებს უსადენოდ გზავნის, ეს კი ემოციების რეალურ დროში ამოცნობას დამატებით უწყობს ხელს.

ტექნოლოგია ემოციების იდენტიფიცირების მიზნით მანქანური სწავლის ალგორითმებს იყენებს. ამის წყალობით იგი მაშინაც კი არჩევს ადამიანების ემოციებს, როდესაც მათ სახეები დაფარული აქვთ.

იმისათვის, რომ ნიღაბი მაქსიმალურად მორგებადი ყოფილიყო, მეცნიერებმა მის დასამზადებლად სხვადასხვა კუთხიდან გადაღებული სურათები გამოიყენეს. საბოლოო პროდუქტი წელვადია, გამჭვირვალე და ყველა ადამიანს კომფორტულად ერგება.

სისტემის პოტენციალის საჩვენებლად მკვლევრებმა ვირტუალურ რეალობაზე დაფუძნებული აპლიკაცია, ე. წ. “ციფრული კონსიერჟი”, გამოიყენეს. ამ აპლიკაციაში ტექნოლოგია კლიენტებს მათ ემოციებზე მორგებულ სერვისებს სთავაზობს.

ნაშრომის ავტორებმა სისტემა ვირტუალური რეალობის სხვადასხვა გარემოშიც გამოცადეს, მათ შორის ჭკვიან სახლებზე, ფილმების კერძო თეატრებსა და ჭკვიან ოფისებზე. სისტემა ემოციებს სხვადასხვანაირ სიტუაციაში ამოიცნობს, ამიტომ მას პიროვნებაზე მორგებული მუსიკის, ფილმებისა თუ მხატვრული ლიტერატურის შემოთავაზებაც შეუძლია.

მეცნიერების აზრით, ტექნოლოგიამ მართლაც შეიძლება, პრაქტიკული სარგებელი მოგვიტანოს და ჩვენი სამომხმარებლო გამოცდილება არაერთი კუთხით გააუმჯობესოს.

#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ბრუცელოზი თბილისში - „სწრაფი რეაგირებაა საჭირო“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights