საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე 2023 წლის 22 თებერვალს ამბობდა, რომ ხარისხიანი ჯანდაცვა არ არის ფუფუნება, ეს არის უფლება.
„ხარისხიანი ჯანდაცვა არ არის ფუფუნება, ეს არის უფლება,
დღეიდან ვაცხადებ ახალ ინიციატივას, რომელიც ეხება საქართველოში არსებულ ყველა სამედიცინო დაწესებულებას, რომელსაც აკრედიტაციის გავლა აინტერესებს.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლისთვის ყველა სამედიცინო დაწესებულებას უნდა ჰქონდეს გავლილი აკრედიტაცია, ხოლო 2023 წლის ბოლოსთვის ამ დაწესებულებებმა ჯანდაცვის სამინისტროს უნდა წარუდგინონ სააკრედიტაციო კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტები.
ჩემი ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრის გარეშე“ (Accréditation Sans Frontières), დაეხმარება ქართულ სამედიცინო დაწესებულებებს შემდეგი მიმართულებით:
1. შეარჩიონ სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული 6 სააკრედიტაციო ორგანიზაციიდან ერთ-ერთი, მათთვის ყველაზე ხელსაყრელი;
2. სააკრედიტაციო ორგანიზაციებთან კომუნიკაციისას შუამავლის ამპლუაში აღმოუჩენს დახმარებას როგორც ფინანსური მორიგების, ასევე სხვადასხვა კუთხით და, რაც მთავარია, სამედიცინო დაწესებულებებს აკრედიტაციის პროცესის უმტკივნეულოდ გასავლელად მოამზადებს.
„აკრედიტაცია საზღვრებს გარეშე“ შესაბამის მოლაპარაკებას უკვე აწარმოებს სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული ექვსი კომპანიიდან ოთხთთან. ორ კომპანიასთან მოლაპარაკება არ წარმოებს შემდეგი მიზეზების გამო: „ჯოინ ქომიშენი“ (JCI), არის ამ დარგის მსოფლიო მონოპოლისტი, მომსახურების უძვირესი ტარიფებით და მას ქართული ბაზარი, ფაქტიურად, არც აინტერესებს. საქართველოში თითო-ოროლა კლინიკის გარდა „ჯოინ ქომიშენის“ აკრედიტაციას დანარჩენი სამედიცინო დაწესებულებები ფიზიკურად ვერ გაივლიან. არის კიდევ ერთი გერმანული ორგანიზაცია, რომელიც ბაზარზე შედარებით ახალია და მათი გარკვეული სტანდარტები შესაბამისობაში არ არის ქართულ კანონმდებლობასთან.
მოკლედ, „ორგანიზაცია საზღვრების გარეშე“ ღიაა ყველასთვის და დავეხმარები ყველას, ვისაც ამის სურვილი ექნება. მე ჩავატარებ შესაბამის სემინარებს, აპრილში ჩამოვდივარ თბილისში და გაიმართება შეხვედრა სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. შევეცდები, გაგცეთ პასუხები, თუ როგორ შეიძლება აკრედიტაციის გავლა და რა არის საამისოდ საჭირო. დაგეხმარებით თქვენთვის ყველაზე ოპტიმალური სააკრედიტაციო ორგანიზაციის შერჩევაში და, სურვილის შემთხვევაში, თავად აკრედიტაციის პროცესის გავლაში.
ჩემთვის კარგადაა ცნობილია, რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული სამედიცინო დაწესებულებები, რა სირთულეებია, რა ასპექტში სჭირდებათ გამართვა-დახმარება. პირდაპირ ვთქვათ, დღეს საქართველოში არსებული სამედიცინო დაწესებულებების დიდი უმრავლესობა საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად მზად არ არის. მე მათ ვუწვდი დახმარების ხელს. ეს იქნება, ასე ვთქვათ, „აკრედიტაციისთვის მოსამზადებელი პროცესი გიორგი ფხაკაძისგან“.
ასევე, სავარაუდოდ, აპრილში გამოვაცხადებ კონკურსს ადგილობრივი გუნდის შესაქმნელად. რა თქმა უნდა, მე მეხმარებიან ექსპერტები უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ასევე აუცილებელია, ადგილზე, საქართველოში მობილური ჯგუფი ფუნქციონირებდეს. კონკურსის საფუძველზე შეირჩევა რამდენიმე ადგილობრივი კადრი, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში იქნებიან სამედიცინო დაწესებულებებთან კომუნიკაციაში. თავად მე ვიმუშავებ ონლაინ რეჟიმში, ხოლო ყოველ 2-3 თვეში თბილისში ჩამოვალ.
პარალელურად ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან და არის წინადადება, რომ ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“, აკრედიტაცია იყოს ბაზისური ე.წ. პირველი ეტაპის. მაგალითად, თუ სამედიცინო დაწესებულებას სურს, გაიაროს რომელიმე დიდი საერთაშორისო ორგანიზაციის აკრედიტაცია, ასეთი ორგანიზაციისთვის ამ აკრედიტაციის გავლა გახდება უფრო მარტივი, თუ მას უკვე ექნება „Accréditation Sans Frontières“ აკრედიტაცია.
მოკლედ, ქართულ სამედიცინო დაწესებულებას ქმედით დახმარებას ვთავაზობთ, რათა მათთვის იოლი გახდეს ახალ რეალობაზე გადაწყობა და ქვეყანაში აკრედიტაციის პროცესი არ ჩაფლავდეს.
შეგახსენებთ, აკრედიტაცია ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმავალი გზაა.
ხარისხიანი ჯანდაცვა არ არის ფუფუნება, ეს არის უფლება“