სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიპულსი TVპედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს

„უამრავი დედა მირეკავს შეწუხებული, რომ ბავშვს უკვე მეორე, მესამე დღეა აქვს მაღალი ტემპერატურა..რომელიც რთულად ემორჩილება ანტიპირეტულ საშუალებებს! გრიპი მძვინვარებს, რომლის გამომწვევიც ვირუსია, ვირუსი გადის სხვადასხვა ფაზებს ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, მისი მიზანია, ინტენსიური გამრავლება, მის დასამარცხებლად ორგანიზმი იყენებს ტემპერატურას! ამიტომ ხშირად შეუპოვარია „მაცალეთ ვირუსთან ომი მაქვს გამოცხადებული და ვიბრძვიო“. ამას გეუბნებათ მაღალი ტემპერატურის დროს იმუნური სისტემა! მიეცით დრო, მეორე დღესვე ნუ გადაწყვეტთ ბავშვის მიყვანას კლინიკაში, არ გადატვირთოთ ჰოსპიტალური სექტორი, რომელიც მძიმე შემთხვევების დროს გვჭირდება! მიეცით ანტიპირეტული საშუალებები, გააგრილეთ, დაზილეთ ოთახის ტემპერატურის წყლით, მიეცით სითხე დიდი რაოდენობით!

ვირუსული ინფექციის მკურნალი დროა თუ გამოიხატა ძილიანობა, მკვეთრი ზოგადი სისუსტე, გაძლიერდა ხველა და გახშირდა სუნთქვა, არ ღებულობს არანაირი გზით სითხეს და საკვებს, აქვს ინტენსიური ღებინება, ნარჩუნდება ჰექტიური ცხელება მეხუთე დღის შემდეგაც, არ იზრდება ტემპერატურის პიკებს შორის ინტერვლი, ასეთ შემთხვევაში მიმართეთ კლინიკას, მანამდე მიჰყევით თქვენი ექიმის რჩევებს! პირველი 48 საათი ვირუსემიის ფაზაა (მრავლდება ვირუსი) ორგანიზმი მაღალი ტემპერატურის მეშვეობით ცდილობს მის განეიტრალებას! აცადეთ, ნუ აღმოჩნდებით ვირუსის მხარდამჭერი, მიეხმარეთ ბავშვს, რასაც ხელს შეუწყობთ აგრეთვე თქვენი სიმშვიდით, რომელიც აუცილებლად უნდა შეინარჩუნოთ! ჯანმრთელობას ვუსურვებ ჩვენს პატარებს და თქვენც“, – წერს ირმა მამუჩიშვილი.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ელექტროფიზიოლოგიური ტესტირება ინ­ვა­ზი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვაა და ანესთეზიის გამო­ყე­ნე­ბით ტარ­­დე­ბა, ის უსაფრთხო პრო­ცე­დუ­რა­ა...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights