ჩვენ მოხარულები ვართ გამოვაცხადოთ ესთეტიკური მედიცინის სამყაროდან გამოჩენილ სპეციალისტებთან თანამშრომლობის დაწყების შესახებ. მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ მედცენტრში ჩვენ ყოველთვის მივისწრაფვით მივაწოდოთ ჩვენს პაციენტებს საუკეთესო მომსახურება და პროცედურები მათი სილამაზისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად. ამიტომ ჩვენ სიამაყით წარმოგიდგენთ ჩვენს სტუმრებსა და პროფესიონალ-კოლეგებს, რომლებიც დაგვეხმარებიან ამ მიზნის მიღწევაში.
ეს ექიმები – ნამდვილი ექსპერტები არიან პლასტიკური ქირურგიის, კომსეტოლოგიისა და ესთეტიკური მედიცინის დარგში.
ერიკ აზიზიანი – APTOS ძაფებით გაახალგაზრდავების რამდენიმე მეთოდიკის თანაავტორი. APTOS ძაფებით გაახალგაზრდავების მეთოდების საერთაშორისო კლასის სერტიფიცირებული ტრენერი. ესთეტიკური და პლასტიკური ქირურგიის საზოგადოების წევრი გერმანიაში, ასევე ესთეტიკური მედიცინის საზოგადოების წევრი რუსეთში. გააჩნია სახისა და სხეულის კანის დაჭიმვის 3500-ზე მეტი ოპერაციის ჩატარების გამოცდილება, როგორც პლასტიკური ქირურგიის კლასიკური მეთოდებით, ასევე აპტოსის (APTOS) ძაფებით ლიფტინგის მეთოდითაც. პლასტიკური ქირურგი, ექიმი-კოსმეტოლოგი.
კონსტანტინე სულამანიძე – პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის სპეციალისტი, პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგი, დერმატო-ვენეროლოგი, Aptos მეთოდების თანაავტორი. პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგების ინტერნაციონალური საზოგადოების (IPRAS) წევრი. საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოების (GeoPRAS) წევრი. ექიმებთან მარლენ და გიორგი სულამანიძეებთან ერთად არის Aptos ძაფების იდეისა და მეთოდების ავტორი.
2015 წელს პარიზში, ესთეტიკის სფეროში გამართული საერთაშორისო კონგრესის AMEC 2015 ფარგლებში დასახელდა საუკეთესო სპეციალისტად და გაიმარჯვა ნომინაციაში Best Treatment 2015-2016.
ნატო კაკაბაძე – The Aesthetic Multispecialty Society საზოგადოების წევრი, რუსეთში ესთეტიკური მედიცინის საზოგადოებისა და ესთეტიკური და პლასტიკური ქირურგიის საზოგადოების წევრი, ასევე რუსეთში აკადემიკოსი ვ.დ.ფიოდორივის სახელობის ედნოსკოპიური ქირურგების საზოგადოების წევრი, რუსეთის ფედერაციის ქირურგთა საზოგადოების წევრი, ექიმი-პლასტიკური ქირურგის ასისტენტი.
ჩვენს კოლეგებს გააჩნია მდიდარი გამოცდილება, მათ ანგარიშზე არის ასობით ოპერაცია, მათ შორის Aptos ძაფებით გაახალგაზრდავების მეთოდიკების შემუშავება და გამოყენება. მათ სპეციალიზაციას წარმოადგენს სახისა და სხეულის კანის დაჭიმვა და ამაში ისინი იყენებენ როგორც პლასტიკური ქირურგიის კლასიკური მეთოდებს, ასევე ინოვაციურ ტექნიკებსაც.
მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ ისინი არიან არა მხოლოდ გამოჩენილი პროფესიონალები, არამედ მზრუნავი და გულისხმიერი ექიმები, რომლებიც მზად არიან დაეხმარონ თითოეულ პაციენტს სასურველი შედეგების მიღწევაში.
მომავალი გვპირდება ბევრ საინტერესო მოვლენას და ბევრ ახალ შესაძლებლობას ჩვენი პაციენტებისთვის. თვალყური ადევნეთ ჩვენს სიახლეებს და ჩვენ მალე გაგიზიარებთ უფრო ვრცელ ინფორმაციას მომავალი ღონისძიებებისა და მომსახურების შესახებ.
მადლობას გიხდით ნდობისთვის და გელოდებით მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტიკურ ჰოსპიტალში MedCenter!