სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიშესაძლოა, თერაპიისთვის "მაგიური სოკოების" მიღება დაუშვან...

შესაძლოა, თერაპიისთვის “მაგიური სოკოების” მიღება დაუშვან…

კალიფორნიელმა კანონმდებლებმა 6 თებერვალს წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც, 21 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანებს პროფესიონალური მეთვალყურეობის ქვეშ, თერაპიისთვის ფსიქოდელიური სოკოების მიღება შეეძლებათ. კანონპროექტი შტატში მენტალური ჯანმრთელობისა და ნარკოტიკების მოხმარების კრიზისთან გამკლავებას ისახავს მიზნად.

გასულ წელს კალიფორნიის დემოკრატმა გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა მცენარეული ჰალუცინოგენების ფლობისა და პირადი მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტს, რომელიც ასევე დემოკრატი კანონმდებლის, სკოტ ვინერის ინიცირებული იყო, ვეტო დაადო. ვეტოსთან დაკავშირებულ შეტყობინებაში ნიუსონმა, რომელიც 2016 წელს კანაფის ლეგალიზაციას ემხრობოდა, კანონმდებლებს მოუწოდა, თერაპიასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე მეტი ემუშავათ.

ახალი კანონპროექტი სკოტ ვინერმა რესპუბლიკელ მარი უოლდრონთან ერთად წარადგინა და ის ლიცენზირებული თერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ ფსიქოაქტიური ნივთიერება ფსილოსიბინის შემცველი ფსიქოდელიური სოკოს (ე.წ. მაგიური სოკოს) მიღების დაშვებას ითვალისწინებს. კანონპროექტი ასევე მოიცავს დიმეთილტრიპტამინთან (DMT), MDMA-სა და მესკალინთან დაკავშირებულ რეგულაციებს.

მისი თქმით, კალიფორნიაში უკვე მოქმედებს მიწისქვეშა თერაპევტების “მასიური ქსელი”, სადაც პაციენტებს ფსიქოდელიური სოკოებით მკურნალობენ. კანონპროექტი, ახალი სახელმწიფო სალიცენზიო საბჭოს მეშვეობით, მათ “მიწის ზემოთ ამოიყვანს”.

კანონპროექტი არ იძლევა “მაგიური სოკოების” პირადი ფლობისა და გამოყენების უფლებას, შესაბამისად, მათი კანონიერად ყიდვა ნებისმიერ ადამიანს არ შეეძლება. ამასთან, ფედერალური კანონის მიხედვით, ნარკოტიკები კვლავ უკანონოდ იქნება მიჩნეული.

ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ფსილოსიბინი დეპრესიის, შფოთვის და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD) მკურნალობას უწყობს ხელს. აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) 2018 წელს ფსილოსიბინი “თერაპიაში მნიშვნელოვან გარღვევად” გამოაცხადა.

კოლორადოსა და ორეგონის შტატებმა ფსიქოდელიური სოკოების დეკრიმინალიზაციას მხარი უკვე დაუჭირეს და მისი თერაპიული გამოყენებისთვის შესაბამისი რეგულაციებიც შეიმუშავეს. უშუალოდ კალიფორნიაში – სან-ფრანცისკოში, ოკლენდსა და სანტა კრუზში – ფსიქოდელიური სოკოების ფლობა ფაქტობრივად დეკრიმინალიზებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მცენარეული ჰალუცინოგენების შეზღუდული რაოდენობით ფლობისთვის პირის დაპატიმრება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ შეიძლება.

გასულ წელს ფსილოსიბინი თერაპიული მკურნალობისთვის ავსტრალიის მედიკამენტების მარეგულირებელმაც დაამტკიცა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ახალი კვლევა - სტრესულმა მოვლენებმა, შესაძლოა, გენეტიკურ კოდზე კვალი დატოვოს, ხოლო ზოგიერთი მათგანი შთამომავლობასაც გადაეცეს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights