ორშაბათი, აპრილი 21, 2025
მთავარისხვა-ამბები„დიდი ალბათობით, უკვე თებერვლიდან გრიპით ინფიცირებულების მომართვიანობა იკლებს“ - გოგინავა

„დიდი ალბათობით, უკვე თებერვლიდან გრიპით ინფიცირებულების მომართვიანობა იკლებს“ – გოგინავა

ინფექციონისტების პროგნოზით, თებერვლის დასაწყისიდან გრიპის ვირუსით დაავადებულების რაოდენობა იკლებს. მათი განმარტებით, ქვეყანაში მეტწილად „ა“ ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომლისგან თავის დასაცავად ჰიგიენური ნორმების დაცვა და აცრაა რეკომენდებული.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ამბობს, რომ ქვეყანაში ძირითადად „ა“ ტიპის ვირუსის 2 ქვეშტამია გავრცელებული, რომლებსაც მაღალი სიცხე, კუნთების, სახსრების ტკივილი და ხველა ახასიათებს.

„ყველა დაავადებას ახასიათებს თავისებური მიმდინარეობა. როდესაც მიაღწევს პიკს, შემდეგ იწყება დაღმასვლა. ასეა გრიპის შემთხვევაშიც. მოსალოდნელია, რომ იანვრის ბოლომდე მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდეს და დიდი ალბათობით, უკვე თებერვლიდან იკლებს მომართვიანობა“, – აცხადებს გოგინავა.

გრიპის ვირუსები და COVID-ის ახალი ვარიანტი – გიორგი ფხაკაძე JN.1-ის მასობრივად გავრცელების საფრთხეზე საუბრობს

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  TEMU აპლიკაციიდან გამოწერილი პროდუქცია ჯანმრთელობისთვის საშიშია! - გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას აფრთხილებს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights