სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისხვა-ამბებიგანსახილველ საკითხებს შორის მთავარი თემა კლიმატის ცვლილებაა

განსახილველ საკითხებს შორის მთავარი თემა კლიმატის ცვლილებაა

შვეიცარიის ქალაქ დავოსში ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე (WEF) განსახილველ საკითხებს შორის მოწინავე ადგილზე კლიმატის ცვლილებაა.

გასულ კვირას დადასტურდა, რომ 2023 რეკორდულად ცხელი წელი იყო და პლანეტის საშუალო ტემპერატურის 1.5 გრადუსზე ნაკლებად ზრდა, თითქმის, დაუძლეველ სირთულედ რჩება.

გასულ კვირას გამოქვეყნებული WEF-ის გლობალური რისკების ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს მთავარი რისკი კლიმატის ცვლილებაა. მომდევნო 10 წლის ყველაზე მწვავე რისკების ჩამონათვალში ნახევარი სწორედ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევებია, როგორებიცაა დედამიწის სისტემების კრიტიკული ცვალებადობა, ექსტრემალური ამინდები, ეკოსისტემის კოლაფსი, ბუნებრივი რესურსების დეფიციტი და სხვა. სწორედ ამიტომ, პანელური დისკუსიების გახსნისთანავე WEF-ის დამფუძნებელმა დელეგაციებს კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

დეკემბერში COP28 სამიტზე დამსწრე ქვეყნებმა განახლებადი ენერგიის მოცულობების გასამმაგებასა და წიაღისეული საწვავის ჩანაცვლებაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ეკონომიკურ ფორუმზე ეს ქვეყნები უკვე მეორედ შეიკრიბებიან და გრძელვადიან გეგმაზე იმსჯელებენ, რომელიც 2050 წლისთვის დედამიწას ნახშირბად-ნეიტრალურს გახდის და განვითარებად ქვეყნებს სუფთა ენერგიაზე, საკვებსა და სასმელ წყალზე იაფ, უსაფრთხო და ინკლუზიურ წვდომას მისცემს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  მენოპაუზა ქალებში და მისი მართვის შესაძლებლობები – რჩევები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights