სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისხვა-ამბები2024 წლიდან ქვეყანაში რამდენიმე სიახლე ამოქმედდება. მათი ნაწილი ძალაში 1-ლი იანვრიდანვე...

2024 წლიდან ქვეყანაში რამდენიმე სიახლე ამოქმედდება. მათი ნაწილი ძალაში 1-ლი იანვრიდანვე…

2024 წლიდან ქვეყანაში რამდენიმე სიახლე ამოქმედდება. მათი ნაწილი ძალაში 1-ლი იანვრიდანვე, ნაწილი კი მთელი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად შევა.

“ბიზნესპრესნიუსი” ამ ჩამონათვალს გთავაზობთ:

2013 წლის ქვემოთ წარმოებული ავტომობილების რეგისტრაცია და შემოყვანა იკრძალება.

2024 წლის 1-ლი იანვრიდან 2013 წლის ქვემოთ წარმოებული ავტომობილების რეგისტრაცია იკრძალება.

სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვის ვალდებულება ძალაში შედის

ცვლილებების თანახმად, 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით.

დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდება

შეზღუდვა M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის 08:00- 11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში 1-ლი იანვრიდან იმოქმედებს.

სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ახალი სტანდარტები ამოქმედდება

სტომატოლოგიური კაბინეტისათვის ფართობი უნდა შეადგენდეს ძირითად სტომატოლოგიურ სავარძელზე − არანაკლებ 12 ​​​კვ.მ.-ს და ყოველ დამატებით სავარძელზე − არანაკლებ 6 ​​კვ.მ.-ს; სტომატოლოგიურ სავარძლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 2 მ-იანი დაშორება ან სავარძლებს შორის სივრცეები გამიჯნული უნდა იყოს სტაციონარული ტიხრით (სიმაღლით − არანაკლებ 1,8 მ-ისა). ამასთან, დადგენილების თანახმად, სტომატოლოგიური საქმიანობის განმახორციელებელ პირს უნდა ჰქონდეს სერვისის მიწოდებისთვის საჭირო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (იდს) მარაგი.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „საყურადღებოა 14 წლამდე ბავშვებში!“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights