ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
მთავარისამინისტრო„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა მოსახლეობის 95%-ზე...

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა მოსახლეობის 95%-ზე მეტს აქვს“-მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში გამართულ გენერალურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა

მიხეილ სარჯველაძე  ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში გამართულ გენერალურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა საქართველოში განხორციელებულ ჯანდაცვის რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა მოსახლეობის 95%-ზე მეტს აქვს.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბოლო წლებში გატარებულმა ფარმაცევტულმა რეფორმებმა, მათ შორის, რეფერენტულმა ფასწარმოქმნამ, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ განვაგრძობთ ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას ისეთი რეფორმების მეშვეობით, რომლებიც მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობის, ხარისხისა და ფინანსური დაცვის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, მოსახლეობის 95%-ზე მეტს აქვს წვდომა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ჯანდაცვის სერვისებზე. მნიშვნელოვნად გაფართოვდა ხელმისაწვდომობა აუცილებელ სამედიცინო მომსახურებაზე, ხოლო მოქალაქეების ჯიბიდან გადახდები საგრძნობლად შემცირდა. ბოლო წლებში ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ფარმაცევტული რეფორმები, მათ შორის, რეფერენტული ფასწარმოქმნისა და მართული შესვლის შეთანხმების მექანიზმების დანერგვა, რამაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გააუმჯობესა და მოგვცა შესაძლებლობა – სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე წლიური ლიმიტები გაგვეუქმებინა“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრმა ისაუბრა პირველადი ჯანდაცვის მიმდინარე რეფორმაზეც, რომელიც პრევენციაზე, ხარისხიან და პაციენტზე ორიენტირებულ სერვისებზეა დაფუძნებული. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ რეფორმა მოიცავს დაფინანსების ახალ მექანიზმებს, ციფრულ ტრანსფორმაციას, ხარისხის სტანდარტებისა და შედეგზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვას.

ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიაში, მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, მონაწილეობენ: პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე და ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  სად იყიდება ქართული წარმოების მედიკამენტები? - ძირითადი საექსპორტო ბაზრები, ექსპორტი $21.2 მილიონამდე გაიზარდა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights