პარასკევი, აპრილი 10, 2026
მთავარისხვა-ამბებიკონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ

კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ

სააფთიაქო ქსელები, PSP, ავერსი და მერმისიმათი დაჯარიმების შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ გაავრცელა.

“ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის წევრი კომპანიები, ავერსი, PSP და მერმისი აღნიშნული მოკვლევის შედეგებს ცალსახად არ ეთანხებიან და სამივე მათგანი ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. იმედს ვიტოვებთ, სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ყველა კომპანია შეძლებს სიმართლის დამტკიცებას.

ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვუცხადებთ, რომ ფარმაცევტულ სექტორში დასაქმებული ყველა კომპანია კანონით განსაზღვრულ ჩარჩოში ოპერირებს და მოსახლეობის მაღალი ხარისხისა და უსაფრთხო ფარმაცევტული პროდუქტით, მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად უზრუნველყოფას მაქსიმალურად ცდილობს”. – წერია ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის განცხადებაში.

რატომ დაჯარიმდნენ ფარმაცევტული კომპანიები 53 მილიონი ლარით?

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  მიხეილ სარჯველაძე ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად გამოწერის ფაქტებზე: არის რიგი გადაცდომებისა, რომლებსაც შეიძლება, უკავშირდებოდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც კი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights