სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრო„მოქალაქეებმა 350 მილიონი ლარი დაზოგეს...“ - ზურაბ აზარაშვილი

„მოქალაქეებმა 350 მილიონი ლარი დაზოგეს…“ – ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გადაცემაში “ღამის კურიერი”.
„მედიკამენტებზე, რეფერენტული ფასების დაწესებითა და თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნით, მოქალაქეებმა 350 მილიონი ლარი დაზოგეს.
მედიკამენტების არასამართლიანი ფასებით, ზარალდება, როგორც მოქალაქე, ისე სახელმწიფო.
შესაძლებელია შემოსავლების სამსახურიდან, იმპორტის ფასების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა და ნახვა, თუ რა ფასად იყიდება ეს მედიკამენტები საცალო ქსელში.
მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლებზეც რეფერენტული ფასი დაწესდა გაიზარდა. 5 000-ზე მეტ მედიკამენტს რეფეტენტული ფასი აქვს, რაც ფარმაცევტული ბაზრის ნახევარზე მეტია“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.
მისი თქმით, 2024 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვას სახელმწიფო პროგრამას კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა ემატება.
„2024 წელს, სახელმწიფო პენსია გაიზრდება. 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია განისაზღვრება 415 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთათვის კი თითქმის 500 ლარს მიაღწევს; 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 315 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 378 ლარი;
საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა 2022 წლის მარტიდან, პრემიერი ინიციატივით ამოქმედდა, ამ დროისთვის პროგრამით 33 000 ადამიანია დასაქმებული.
2024 წლიდან იწყება უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 2025 წლამდე 1000 უსახლკარო ოჯახი მიიღებს ბინას.
დევნილთა განსახლების უპრეცედენტო პროექტი მიმდინარეობს, რომლის ბიუჯეტიც 900 მილიონი ლარია, პროექტის ფარგლებში, 2025 წლის ბოლომდე 13000 ოჯახი განსახლდება“, – აღნიშნა მინისტრმა.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  მიხეილ სარჯველაძე: „პირველადი ჯანდაცვის რეფორმის საპილოტე ეტაპმა გაამართლა - ვაჯამებთ მიღებულ ინფორმაციას, რათა მომდევნო წლის დასაწყისიდან, შევძლოთ და რეალურ რეჟიმში ავამუშაოთ რეფორმა“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights