შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
მთავარიშენი ექიმიბავშვის დასამშვიდებლად მობილურისა და პლანშეტის გამოყენება არ შეიძლება

ბავშვის დასამშვიდებლად მობილურისა და პლანშეტის გამოყენება არ შეიძლება

მართალია, მობილურის ან პლანშეტის ეკრანით ბავშვის დამშვიდება და გართობა ნაცადი და ძალიან ეფექტური ხერხია, თუმცა ახალი კვლევა ამტკიცებს, რომ ეს ინდივიდის ფსიქიკისთვის დამაზიანებელია.

2018-2020 წლებში ჩატარებულ კვლევაში 422 მშობელი და ამდენივე 3-დან 5 წლამდე ბავშვი მონაწილეობდა.

მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ელექტრონული მოწყობილობების დამშვიდების მექანიზმად გამოყენება დაკავშირებულია ბავშვებში ემოციურ რეაქტიულობასთან და ემოციურ დისრეგულაციასთან. მაგალითად, ასეთი ბავშვების ხასიათი ძალიან სწრაფად იცვლება და იმპულუსურობა იმატებს.

ეს ნიშნები უფრო გამოკვეთილი იყო ბავშვებში, რომლებიც ისედაც გამოირჩევიან ჰიპერაქტიურობით, იმპულსურობითა და მოუსვენრობით. როგორც ჩანს, გაჯეტების გამოყენება მათ ფსიქიკას არ აძლევს საშუალებას, რომ ემოციების რეგულირების მექანიზმი თავად ჩამოაყალიბოს.

“ბავშვის დასამშვიდებლად და სახლში სიმშვიდის მისაღწევად მობილური მოწყობილობების გამოყენება, ერთი შეხედვით, უვნებელი ჩანს, თუმცა ხანგრძლივ პერსპექტივაში უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს, თუ რეგულარული პრაქტიკისა და სტრატეგიის სახეს მიიღებს. განსაკუთრებით ადრეულ ბავშვობაში, მოწყობილობა ბავშვს დამოუკიდებელი თვითრეგულირების ალტერნატიული მეთოდის ჩამოყალიბების საშუალებას არ მისცემს”, — განაცხადა ჯენი რადესკიმ, პედიატრმა მიჩიგანის უნივერსიტეტიდან.

რა თქმა უნდა, ყველას შეგვხვედრია ბავშვი, რომლის დამშვიდებაც სხვებზე ბევრად ძნელია ხოლმე და ზოგჯერ ერთადერთ გამოსავლად მისი მულტიპლიკაციური ფილმებით ან YouTube ვიდეოებით გართობა გვესახება, რაც ძალიან ხშირად ეფექტურად მუშაობს კიდეც. მიუხედავად ამისა, მკვლევრები გვაფრთხილებენ, რომ მოკლე ვადით სიმშვიდის ასე მიღწევამ, შეიძლება, ხანგრძლივი და ბევრად სერიოზული უსიამოვნებები შექმნას, ვიდრე ბავშვის ტირილია. ეს ემოციური კონტროლის პრობლემებია.

ავტორების თქმით, შეგიძლიათ იშვიათად მიმართოთ კიდეც ამ მეთოდს და, ალბათ, დღესდღეობით მისი სრულად აღმოფხვრა შეუძლებელიც კია, თუმცა არავითარ შემთხვევაში, ამან რეგულარული ხასიათი არ უნდა მიიღოს.

ეს თემა ახალი ნამდვილად არ არის. წარსულში მშობლები შეშფოთებულები იყვნენ ახალგაზრდების ტელევიზორითა და ვიდეოთამაშებით გატაცებითაც. დღევანდელი ტექნოლოგიური საშუალებები კი ბევრად უფრო განვითარებული, მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომია.

“აღმზრდელები, შესაძლოა, შვებას გრძნობენ, როცა მოწყობილობა ბავშვს სწრაფად და ეფექტურად აჩერებს. თითქოს, ასე ორივე მხარე გამარჯვებული რჩება, რაც იძლევა მოტივაციას, რომ პრაქტიკა გაგრძელდეს. რთული ქცევების საკონტროლებლად ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება თანდათან ჩვევად ყალიბდება, რის პარალელურადაც ბავშვის მოთხოვნაც იზრდება. რაც უფრო ხშირად მივმართავთ ამ მეთოდს, მით უფრო ნაკლები დრო რჩება სხვა, ნაკლებად საზიანო მეთოდების საცდელად”, — განაცხადა რადესკიმ.

მკვლევრებმა ბავშვის დამშვიდების ალტერნატიული, ნაკლებად საზიანო მეთოდებიც შემოგვთავაზეს: ეს შეიძლება იყოს მუსიკის მოსმენა, პლასტელინის ძერწვა, ბატუტზე ხტომა და ა.შ.

ემოციების ფერებთან დაკავშირებას ასევე შეუძლია, დაეხმაროს ბავშვს განწყობის იდენტიფიცირებასა და ახლობელ ადამიანთან შესაბამისი კომუნიკაციის დამყარებაში. შეგიძლიათ, ქცევის ჩანაცვლების მეთოდსაც მიმართოთ, მაგალითად, ბრაზის შემთხვევაში მისცეთ ბავშვს საშუალება, რომ ბალიშს ურტყას, რაც მას ადამიანებზე აგრესიის გადატანისგან შეაკავებს.

ბუნებრივია, ყველა ეს მეთოდი ბავშვს უნდა აუხსნათ და შეასწავლოთ მაშინ, როცა ის ემოციურად მშვიდადაა. მნიშვნელოვანია, საკუთარი ემოციების გაგება და მართვა ადამიანმა ადრეული ასაკიდანვე ისწავლოს, ეს პროცესია, რომელშიც აღმზრდელის დახმარება აუცილებელია.

კვლევა ჟურნალ JAMA Pediatrics-ში გამოქვეყნდა

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

24 ოქტომბერი 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights