სამშაბათი, აპრილი 22, 2025
მთავარიშენი ექიმიმსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი ისევ დაიძრა

მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი ისევ დაიძრა

მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი სამი ათწლეულის შემდეგ პირველად ისევ დაიძრა. აისბერგი როდ-აილენდის შტატზე დიდია.

4 000 კვადრატული კილომეტრის ფართობისა და დაახლოებით 400 მეტრის სისქის, ქალაქის ზომის აისბერგი A23a 1986 წლის აგვისტოში გაჩნდა. ეს მაშინ, როდესაც ანტარქტიდის სანაპირო ზოლს გამოეყო. მცურავი ყინულის უზარმაზარი ნაჭერი მალევე მეჩეჩს წამოედო და უედელის ზღვაში დარჩა.

მოსალოდნელია, რომ A23a ანტარქტიდის ცირპოლარული დინებასთან ერთად გადაინაცვლებს და საბოლოოდ სამხრეთ ატლანტის ოკეანეში აღმოჩნდება.

აისბერგის მოულოდნელი გააქტიურების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ექსპერტები შიშობენ, რომ აისბერგი, შესაძლოა, კვლავ წამოედოს მეჩეჩს კუნძულ სამხრეთ ჯორჯიასთან, რაც საფრთხეს შეუქმნის ანტარქტიდის ველურ ბუნებას. ამ ტერიტორიაზე ბინადრობს მილიონობით ზღვის ლომი, პინგვინი, მრავალნაირი ზღვის ფრინველი. მათ შესაძლოა საკვების მოპოვების პრობლემა შეექმნათ.

თუმცა ასევე, არ არის გამორიცხული, რომ აისბერგი ნაწილებად დაიშალოს ისევე, როგორც ეს A68-ს შემთხვევაში მოხდა. 2020 წელს, არ გამართლდა ექსპერტების შიში, რომ A68 სწორედ კუნძულ სამხრეთ ჯორჯიას შეეჯახებოდა.

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  ხელის ჰიგიენის შესახებ საუბრობს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ეპიდემიოლოგი - მაია კაშია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights