სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
მთავარიპულსი TVძილის დარღვევა - ამას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს

ძილის დარღვევა – ამას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს

ადამიანთა ნახევარი უჩივის, რომ ისე კარგად ვერ სძინავთ, როგორც უნდათ.

რა თქმა უნდა, ამას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს

თემა -ძილის დარღვევა

რუბრიკის სტუმარი – ექიმი-ფსიქიატრი უშანგი ბენიძე

მედიცინაში უძილობას ინსომნიას უწოდებენ ხანგრძლივობის მიხედვით განსხვავებენ მის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს:

მწვავე ინსომნია – ეს არის ხანმოკლე პროცესი, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ტრავმით ან სტრესით, როგორც, მაგალითად, გამოცდების წინა ღამეებში. მწვავე ინსომნია სამ თვეზე ნაკლებ ხანს გრძელდება

ქრონიკული ინსომნია – გრძელდება სამ თვეზე მეტხანს, რაც იწვევს ორგანიზმის ფსიქიკურ და ფიზიკურ გამოფიტვას, უარყოფითად მოქმედებს ჩვენს შემეცნებასა და ქცევაზე.

მიზეზის მიხედვით განასხვავებენ – პირველადს და მეორეულს:

პირველად ინსომნიად მიიჩნევა მდგომარეობა, როდესაც უძილობა დამოუკიდებლად ვითარდება და არა რომელიმე დაავადების გამო

ძილის მეორეული დარღვევის დროს უძილობის მიზეზია უკვე არსებული სხვა დაავადებები, მაგალითად, ნევროზი, დეპრესია, სუნთქვის დარღვევა. ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებაც შეიძლება უძილობის მიზეზად იქცეს.

ადამიანები, რომლებსაც ინსომნიის განვითარების მაღალი რისკი აქვთ:

მაღალი სტრესის მქონე პირები

ფსიქიკური დარღვევების მქონე პირები, სასურველია შეფასდეს პაციენტის მენტალური ჯანმრთელობა

ადამიანები, რომლებსაც ხშირად უწევთ სხვადასხვა სააათო ზონაში მოგზაურობა

მოუწესრიგებელი სამუშაო გრაფიკის მქონე პირები

პირები, რომლებიც ღამის ცვლაში მუშაობენ

დაბალი შემოსავლის მქონე პირები (მცირე შემოსავალი, ბუნებრივია, იწვევს სტრესს)

მჯდომარე ცხოვრების სტილის მქონე პირები

უძილობის ჩამოყალიბებას შეიძლება ხელი შეუწყოს:

ძილის აპნოემ – ძილის დროს სუნთქვის უნებლიე შეჩერებამ 10 წამით და მეტით (ეს შეიძლება საათში 10-ჯერაც კი მოხდეს)

სიმსუქნემ – ზედმეტი წონის ადამიანებს წოლისას უმეტესად უჭირთ სუნთქვა, რის გამოც ხშირად ეღვიძებათ

გულ-სისხლძარღვთა დაავადებებმა – მათაც შეიძლება გამოიწვიონ ქოშინი, თავის ტკივილი (მაღალი წნევის გამო), სიმძიმის შეგრძნება კეფის არეში და სხვა დისკომფორტი, რაც, თავის მხრივ, უძილობამდე მიგვიყვანს

მენოპაუზამ – ამ პერიოდში ქალის ორგანიზმი ჰორმონულ სტრესს განიცდის, რაც უძილობის მიზეზი ხდება

ძილის წინ დანაყრებამ (განსაკუთრებით – ცხიმიანი საკვებით). ამ შემთხვევაში მონელებას უფრო მეტი დრო სჭირდება, რასაც გულძმარვამდე და შებერილობამდე მივყავართ

ძილის წინ ყავის, ჩაის, ენერგეტიკული სასმელების მიღებამ

ენდოკრინულმა დაავადებებმა

თუ უძილობა დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა აღმოცენდეს:

ფსიქიკური დარღვევები: იმპულსური ქცევა, დეპრესია, პარანოიდული აზრები, სუიციდური ფიქრები და სმენითი ან მხედველობითი ჰალუცინაციები. ასევე, ტვინის გამოფიტვა, რის შედეგადაც ის ვეღარ უმკლავდება დღის განმავლობაში გადატანილ დატვირთვას, რაც უპირველეს ყოვლისა, კონცენტრაციასა და ახალი ინფორმაციის ათვისების უნარზე აისახება – ორივე საგრძნობლად ქვეითდება, მეხსიერების გაუარესება და შესაძლოა, მისი ხანმოკლე დაკარგვაც კი.

ფიზიკური დარღვევები: თავის ტკივილი, კუნთების კანკალი, არტერიული წნევის ციფრების მატება და სტრესის ჰორმონების დონის ზრდა. სისხლში შაქრის დონის და ჰორმონ ლეპტინის წარმოქმნის დარღვევა, რომელიც განსაზღვრავს სიმაძღრის გრძნობას.

მნიშვნელოვნად იმატებს სისხლში ინსულინის რაოდენობა და ირღვევა გლუკოზის შეთვისების პროცესი და გლუკოზისადმი ტოლერანტობა, რაც წარმოადგენს პირველ ნაბიჯს შაქრიანი დიაბეტის განვითარებისათვის.

როგორ გამოვასწოროთ ძილი:

საჭიროა, გამოვიმუშაოთ ძილის ჩვევები, რაც, ერთი მხრივ, უძილობას აგვაცილებს თავიდან, მეორე მხრივ კი მის მკურნალობაში დაგვეხმარება.

ძილის რეჟიმი ყოველ ჩვენგანს ინდივიდუალური აქვს. მისთვის ოპტიმალური რეჟიმი ადამიანმა თავად უნდა შეიმუშაოს და მკაცრად დაიცვას, რის შედეგადაც გაუმჯობესდება ფიზიკური შეგრძნებები და ემოციური მდგომარეობა.

რამდენიმე რჩევა ღამის სწორი ძილისთვის:

ეცადეთ ძილის განრიგი გქონდეთ და ის მაქსიმალურად არ დაარღვიოთ, უქმეებზეც კი

მინიმუმ 30 წუთი ვარჯიში ძალიან კარგია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ძილის წინ. საჭიროა სულ ცოტა 2-3-საათიანი ინტერვალის დაცვა

კოფეინის (ყავა/ჩაი) და ნიკოტინის (თამბაქო) ორგანიზმიდან ბოლომდე გაყვანას 8 საათი სჭირდება. მოერიდეთ მსგავსი სტიმულატორების მიღებას შუადღის შემდეგ

არ მოტყუვდეთ ალკოჰოლით. ის ჩაძინებაში კი დაგეხმარებათ, მაგრამ ძილის სწორ და აუცილებელ ფაზებს ალკოჰოლი ხელს უშლის და მათ ვერ გაივლით. ამასთან, დიდი ალბათობით, შუაღამით გამოგეღვიძებათ

ძილის წინ მოერიდეთ მსუყე ან/და დიდი მოცულობის საჭმელს და სასმელს

ჩათვლემა ძალიან კარგია დილით და ადრე შუადღეზე, მაგრამ არა – 3 საათის შემდეგ

საძინებლიდან მოიცილეთ ზედმეტი გამაღიზიანებლები, რაც ხმაურს ან ზედმეტ განათებას იწვევს: ტელევიზორი, კომპიუტერი და ა.შ.

საძინებელში სასურველია ჩვეულებრივზე ცივი ტემპერატურა. ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა, რომელიც საძინებელ ოთახში უნდა იყოს, 16-18 გრადუსია

ჯანსაღი ძილისთვის აუცილებელია ადამიანის დღისით, დღის სინათლეზე, მინიმუმ 30 წუთი ყოფნა

თუ დაწვებით და 20-30 წუთი არ დაგეძინათ, წამოდექით და რაიმე მშვიდი საქმიანობით დაკავდით, წაიკითხეთ, მსუბუქ მუსიკას მოუსმინეთ და შემდეგ ისევ დაწექით. არ მიაჩვიოთ ორგანიზმი საწოლში უძილობას!

თუ ძილის პრობლემები სისტემატურად გაქვთ, ან თუ გამოძინების მიუხედავად, დილით მაინც დაღლილი იღვიძებთ, შესაძლოა ძილთან დაკავშირებული რაიმე დარღვევა გქონდეთ და ექიმის კონსულტაცია იყოს საჭირო!

მედიკამენტების მიღება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის კონსულტაციის საფუძველზე!

წყარო: ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

#datashvil    #drpkhakadze    #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
ბერძნული არქიტექტურა: სილამაზისა და სრულყოფილების საუკუნოვანი გავლენა

ბერძნული არქიტექტურა: სილამაზისა და სრულყოფილების საუკუნოვანი გავლენა

ნოემბერი 26, 2024
კრახუნა, აღწერა და ისტორია – ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია

კრახუნა, აღწერა და ისტორია – ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

26 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights