სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიპულსი TVპროსტატის კიბო – უოპერაციო მკურნალობა

პროსტატის კიბო – უოპერაციო მკურნალობა

​საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“

სტუმარი: პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი

თემა: პროსტატის კიბოს მართვის თანამედროვე მიდგომები და მეთოდები

განიხილეს საქართველოს ადგილი რეგიონში ამ მიმართულებით. საუბარი ასევე შეეხო რევოლუციურ სიახლეს, Focal One® – (რუთი – რობოტული ულტრაბგერითი თერაპია) უოპერაციო, არაინვაზიური, რადიაციული სხივებისგან თავისუფალი, მკურნალობის რობოტული ულტრაბგერითი თერაპია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მამაკაცებმა გავიგოთ ახალი მიდგომები, რომლებიც არსებობს მსოფლიოში. რაც მსოფლიოში არსებობს, უკვე საქართველოშიც არის მოწინავე ქვეყნების დონეზე.

„პროსტატის კიბო არის ერთ-ერთი ხშირი ონკოლოგიური დაავადება. კანის კიბოს შემდეგ მეორე ადგილზეა. ყოველ მეშციდე მამაკაცს ყოველწლიურად ვუსვამთ პროსტატისს კიბოს დიაგნოზს…“

პროსტატის კიბოს მამაკაცთა ონკოლოგიურ დაავადებებს შორის პირველი ადგილი უკავია. იგი ადრეულ სტადიაზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს. პროსტატა მამაკაცის წინამდებარე სასქესო ჯირკვალია.  გამოიმუშავებს სითხეს, რომელიც სპერმის გათხელებასა და სპერმატოზოიდების მოძრაობას უწყობს ხელს, რაც განაყოფიერებისთვის  ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. პროსტატის კიბო პროსტატაში განვითარებული სიმსივნური პროცესია. ითვლებოდა, რომ პროსტატის კიბო ასაკოვანი მამაკაცების დაავადებაა , თუმცა უახლესი სტატისტიკური მონაცემები წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნეებით დაავადებული 40-50 წლის მამაკაცების რაოდენობის მკვეთრ ზრდაზე მიუთითებს.

პროსტატის კიბო მამაკაცთა ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის მიზეზთა შორის პირველ ან მეორე ადგილზეა. მიუხედავად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერვენციებსა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ცალსახა პროგრესისა, პროსტატის კიბოთი მაღალი ავადობა და სიკვდილიანობა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საქართველოს და მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემისთვის.

პროსტატის კიბოს წარმოშობის მექანიზმი უცნობია, თუმცა მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ   გარკვეული რისკ-ფაქტორები:

  • ასაკის მატებასთან ერთად დაავადების განვითარების ალბათობა იზრდება;
  • მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა- პროსტატის კიბოს განვითარების რისკი გაცილებით მეტია იმ მამაკაცებში, რომელთა ნათესავები ავადობდნენ პროსტატის კიბოთი.

პროსტატის კიბოს სკრინინგი – ადრეული დიაგნოსტიკა

საწყის სტადიაზე პროსტატის კიბოს  სიმპტომები არ გააჩნია და სწორედ ეს თავისებურება განაპირობებს ამ დაავდებით გარდაცვალების მაღალ მაჩვენებლს . პროსტატის კიბოს გავრცელებისა და გარდაცვალებათა სიხშირიდან , აგრეთვე  სტატისტიკურად სარწმუნო „გაახალგაზრდავებიდან“ გამომდინარე , პროსტატის კიბოს სკრინინგმა/ადრეულმა დიაგნოსტიკამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, მით უფრო იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ დროული დიაგნოსტირების შემთხვევაში პროსტატის კიბო სრულად იკურნება.

  წითელას ეპიდემია ამერიკის შეერთებულ შტატებში

პროსტატის კიბო საწყის ეტაპზე უსიმპტომოდ ვითარდება, ამიტომ მისი გამოვლენა მხოლოდ კომპლექსური კვლევითაა შესაძლებელი . .

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights