სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიშესაძლებელია, წინასწარ განისაზღვროს გულის შეტევის რისკი...

შესაძლებელია, წინასწარ განისაზღვროს გულის შეტევის რისკი…

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში სიკვდილის წამყვანი მიზეზია. ყოველწლიურად 17,9 მილიონი ადამიანი იღუპება.მათი ერთი მესამედი 70 წლამდე ადამიანებში ვლინდება.

შეიქმნა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია სასიკვდილო ინფარქტი 10 წლით ადრე იწინასწარმეტყველოს.

ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტს შეუძლია მიუთითოს გულის შეტევის რისკი, ასევე ინფორმაცია არტერიების შევიწროების და სხვა კლინიკური რისკ-ფაქტორების შესახებ, განმარტეს მკვლევარებმა პრესრელიზში.

მეცნიერებმა 40 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემები გამოიკვლიეს, რომლებსაც ბრიტანეთის რვა სხვადასხვა საავადმყოფოში რუტინული CT სკანირება ჩაუტარდათ. მკვლევრები მათ დაახლოებით 2,7 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

„ყოველწლიურად უამრავი ადამიანი იღუპება გულის შეტევით. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი, რათა წარიმართოს პაციენტის მკურნალობა. ვიმედოვნებთ, რომ ახალი ტექნოლოგია ყოველწლიურად ათასობით ადამიანის გადარჩენაში დაგვეხმარება, რომლებიც სხვაგვარად მკურნალობის გარეშე დარჩებოდნენ” – განაცხადა ბრიტანეთის გულის ფონდის სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა სერ ნილეშ სამანმა.

„გუნდმა გამოიყენა ხელოვნური ინტელექტის ახალი ინსტრუმენტი, რომელიც აანალიზებდა ანთებითი არტერიების ირგვლივ ცხიმის ცვლილებებს და სხვა კლინიკურ ფაქტორებს – აყალიბებს გულის შეტევის სიგნალებს.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს AI ინსტრუმენტი მალე დაინერგება NHS-ში, რაც ხელს შეუწყობს, დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად გულის შეტევით ათასობით სიკვდილის თავიდან აცილებას“, – თქვა ოქსფორდის პროფესორმა, ხარალამბოს ანტონიადესმა.

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რა არის ინფარქტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნიშანი - „ქვედა ყბის და კბილების ტკივილი მიოკარდიუმის ინფარქტის ერთ-ერთი ნიშანია...“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights