სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროშემოწმებული კლინიკების დაახლოებით 20 პროცენტი ამ ეტაპზე რეანიმაციის ან ქირურგიის ნაწილში სტანდარტს...

შემოწმებული კლინიკების დაახლოებით 20 პროცენტი ამ ეტაპზე რეანიმაციის ან ქირურგიის ნაწილში სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც შესაბამისი ნებართვები შეუჩერდათ

შემოწმებული კლინიკების დაახლოებით 20 პროცენტი ამ ეტაპზე რეანიმაციის ან ქირურგიის ნაწილში სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს და შესაბამისი ნებართვები შეუჩერდათ. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს კლინიკების მოწესრიგების პირველი ეტაპია და საგანგაშო მდგომარეობა არ არის.

„შემოწმებული კლინიკების დაახლოებით 20 პროცენტი ამ ეტაპზე რეანიმაციის, ასევე ქირურგიის ნაწილში სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს და შესაბამისი ნებართვები შეუჩერდათ. მათ ჩვეულებრივად შეუძლიათ ყველა სხვა საქმიანობა, სადაც შესაბამისი ნებართვები აქვთ. ზოგს მხოლოდ ორი კომპონენტი შეუჩერდა, ზოგს – რეანიმაცია ან ქირურგია. ვფიქრობ, საერთო ჯამში, ნორმალური სურათია და საგანგაშო მდგომარეობა არ არის, რომ რომელიმე რეგიონში ან ქალაქში ხელმისაწვდომის პრობლემა შეგვექმნას. ეს არის მოწესრიგების პირველი ეტაპი, რადგან მოგეხსენებათ, მომდევნო წლის ბოლომდე კლინიკამ სრულად უნდა დააკმაყოფილოს საერთაშორისო სტანდარტი და ესეც ამისი ნაწილი იქნება“, – განაცხადა აზარაშვილმა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  მიხეილ სარჯველაძემ, ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ ჯანდაცვის რეფორმებზე, რომლებიც მოქალაქეებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights