ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
მთავარიბლოგირატომ არ ეუბნებიან სიმართლეს, ვინც ვაქცინა გაიკეთა? – „კოვიდი ვინც გადაიტანა, უნდა...

რატომ არ ეუბნებიან სიმართლეს, ვინც ვაქცინა გაიკეთა? – „კოვიდი ვინც გადაიტანა, უნდა გადათვალოთ…“

16/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„ყველანი ძალიან ნერვიულობთ ვაქცინებთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს არის ძალინ კარგი დღე. მიულოცეთ მათ, ვინც გიყვართ. მოეფერეთ, უთხარით ტკბილი სიტყვა. ნუ გეშინიათ, უთხარით, რომ გიყვართ!

დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩემს მოწოდებას, – „ბავშვები უნდა აკეთონ!“

თუ თქვენ იმ ადამიანის გრცხვენიათ, ჩემი ლაივი გაუგზავნეთ, სადაც ვთქვი, ვირუსის შემდეგ სპერმის ხარისხი არ არის კარგი. ტრენდული რაღაც ყოფილა თბილისში და არა მარტო თბილისში. თუ სურთ სიყვარულის ახსნა გოგოსთვის, უგზავნიან ჩემს ლაივს, – ნახე, ფხაკაძემ რა თქვაო, გოგოებიც აგზავნიან.“


გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ამ ვერაგი ვირუსით ყველა დაიღალა.


„9 თვის შემდეგ თუ გავხდი ამდენი ბავშვის ნათლია, ცუდად იქნება ჩემი საქმე, მაგრამ პირიქით, დიდი სიამოვნებით, – რაზეა საუბარი. ჩემმა პატარა ხუმრობამ კარგ ხასიათზე თუ დაგაყენათ და გიბიძგათ, გაამრავლოთ ქართველი ერი და ჩვენმა დემოგრაფიულმა საკითხმაც წინ წაიწიოს, გამლანძღეთ, ასეთ ლანძღვას ავიტან. ერთმა ადამიანმა თუ გაიღიმა და კარგ ხასიათზე დადგა, ანუ ხუმრობამ იმუშავა!

ამ ვერაგი ვირუსით ყველა დავიღალეთ.

სხვადასხვა ტიპის ვირუსია, – ძველი ვირუსი, რომელიც ჩინეთიდან გავრცელდა და არის ახალი შტამები (ბრიტანული, ძალიან საშიში სამხრეთ-აფრიკული, ბრაზილიური, კალიფორნიული, ჩრდილო ფრანგული…), სამწუხაროდ ინდოეთში არის ახალი შტამი, რომელიც ძირითადად 40 წელზე ქვემოთ მოსახლეობაში და ბავშვებშია გავრცელებული, რაც ადრე არ ახასიათებდა „ბაბუა კოვიდს“.

ვირუსი მუტირებს ყოველ კვირა, 500 მუტაცია აქვს ვირუსს. უმრავლეს შემთხვევაში, მუტაციის დროს ვირუსი უფრო მსუბუქდება და შემდეგ ქრება.

ვაქცინები, რომლებიც გვაქვს, ძირითადად აგებულია „ჩინურ ბაბუა კოვიდზე“, მაგრამ მუტირებულ ვირუსებზე არ იყო ეს ვაქცინები გათვალისწინებული.

იანვარში ვთქვი, – საქართველოში შემოსული იყო ბრიტანული ვირუსი და ვრცელდება ძალიან სწრაფად. ქვეყანაში მესამე ტალღა დაიწყო სამი კვირის წინ. შევდივართ აქტიურ ფაზაში. ექსპერტები ვინც ხართ, არ გრცხვენიათ, რასაც ამობთ?!

„ჩინური ბაბუა კოვიდი“ სექტემბერში აღარ იქნება. ყველა ვირუსს ახასიათებს 18-თვიანი ციკლი.


ძველი კოვიდი ცხოველიდან წამოსული ვირუსია. მუტაციის პროცესში ბრიტანულმა შტამმა დაგვანახა, რომ აღარ არის ე.წ. „ცხოველის ვირუსი“, უკვე ადამიანს მოერგო და გახდა „ადამიანის ვირუსი“, უფრო კომფროტულად გრძნობს ადამიანში თავს და უფრო იოლად, სწრაფად ვრცელდება.

ვაქცინები ბრიტანულ და სამხრეთ აფრიკულ ვირუსზე კარგად ვერ მუშაობს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა თქვა, რომ საქართველოში ინფიცირებულების 70%-მდე ბრიტანული შტამით არის ინფიცირებული.

ძალიან ბევრი მეკითხება ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით.

100 ადამიანიდან 70 ადამიანი ბრიტანული შტამით არის ინფიცირებული, 30 ადამიანი „ჩინური ბაბუა კოვიდით“.

ერთი თვის წინ ყველას ეგონა, რომ ჩინური ვაქცინები ეფექტური იყო 79%-ით. ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა საჯაროდ თქვა, რომ 50%-ს არ აღემატება, მე ვფიქრობ, 25%-ია

ქვეყანაში ვაქცინაცია რომ დავიწყოთ ჩინური ვაქცინით, 70%-თვის აზრი არ აქვს. 100 კაცი თუ არის ინფიცირებული და ასივეს გაუკეთეს ვაქცინა, დაცული იქნება 15 ადამიანი.

70% ინფიცირებულია ბრიტანული შტამით, ამ შტამის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართვრელოში არ არის.

შეკითხვა მაქვს, ბრიტანული შტამი საქართველოში თუ დაიკავებს ლიდერის პოზიციას, ამ ჩინურ ვაქცინას რა ვუშვრებით?! გაგვეცით პასუხი! გიორგი ფხაკაძისსგან ყოველთვის მიიღებთ მეხს!“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


მისი თქმით, „ფაიზერის“ ვაქცინა კიდევ უფრო ეფექტურია ბრიტანული შტამის წინააღმდეგ, „ასტრაზენეკესთან“ დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია, ამ ვაქცინაზე ყოველ კვირას იცვლება ინფორმაცია. ტყუილში არიან ჩაფლული! აშშ-ში ასტრაზენეკა დამტკიცებული არ არის, დასკვნა თქვენ გააკეთეთ!


„თქვით გამჭვირვალედ, საერთაშორისო დონეზე მაქვს საუბრები, ვარ ძალიან კრიტიკული. ვუთხარი, რომ ვაქცინის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ მაინტერესებს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები. ის, რომ რისკები აჭარბებს ბენეფიტებს, – ერთი წუთით, გაჩერდით, რას მელაპარაკებით-მეთქი! არის კარგი ვაქცინა, რომელიც უფრო უსაფრთხოა და შეიძლება გამოიყენო და არის ვაქცინა, რომლითაც შეიძლება ვინმეს რამე დაემართოს! – ასე არ შეიძლება საუბარი! გასაგებია, რომ მსოფლიო ეპიდემიაა. აქ უფრო ბიზნესი ერთვება, ბიზნესი ჩალიჩობს ყველანაირად, „ფუფალას“ ვაქცინა გაუკეთეთ, ოღონდაც ბიზნესი გაიხნასო! ძალიან დიდი ბოდიში ბიზნესმენებო, მაგრამ ასე არ არის! ამით თქვენ უფრო დიდი პრობლემებს ქმით!

მე ვამბობ ყოველთვის სიმართლეს, რაც არის დაფუძნებული მტკიცებულებებზე და პირველ წყაროზე!

სამხრეთ-აფრიკული შტამის წინააღმდეგ ფაიზერის ვაქცინაც კი არ მოქმედებს კარგად, ვერ იცავს!


ისრაელში ჩატარდა კვლევა. გამოჩნდა, რომ ვისაც ჰქონდა ფაიზერის ვაქცინა გაკეთებული და უმრავლესობა ხელახლა დაინფიცირდა სამხრეთ-აფრიკული შტამით. ფაიზერი ბრიტანულ შტამზე ძალიან კარგად მუშაობს, სამხრეთ-აფრიკული შტამისგან გიცავს ძალიან ცოტათი. ინდური შტამის შესახებ არაფერი არ ვიცით. ინდოეთში ახლა არის „ვირუსის აფეთქება“. ამას არ ელოდნენ. საავადმყოფოებში ადგილები აღარ არის, პანიკაში არიან!.

ვინც ვაქცინას გაიკეთებს, მაგალითად „ასტრაზენეკას“, ექვსი თვის შემდეგ უნდა გაიკეთოთ ხელახლა ერთი დოზა. ასე უნდა იკეთოთ ყოველ ექვს თვეში! ფხაკაძის გარდა ამაზე არავინ ლაპარაკობს!

„ფაიზერის“ შემთხვევაში, პირველი დოზის გაკეთებიდან ხუთი თვე რომ გავა, კიდევ უნდა გაიკეთოთ ერთი დოზა. ამჯერად 5-დან 6 თვემდე უნდა გაიკეთოთ, 1 თვე გაქვს ვადა. თუ ამ ვადაში არ გაიკეთებ ვაქცინის ერთ დოზას, შემდეგ ხელახლა უნდა გაიკეთოთ 2 დოზა.
ამაზე ვინმე ლაპარაკობს?!
რომ იძახიან, მასიური ვაქცინაციაო, ვაქცინები გაქვთ ქვეყანაში? კარგია, თუ ცუდი ვაქცინა, ეგ სხვა თემაა, მაგრამ არ არის ვაქცინა. უნდა გათვალო, ორ დოზას გაუკეთებ და ხუთი თვის შემდეგ კიდევ უნდა გქონდეს გადანახული. უნდა იმუშაო, რომ კიდევ სხვა დოზები მოიზიდო. საქართველოში რაც ხდება, არის აფიორა!

ამბობენ, ჩინეთმა ხომ გვაჩუქაო, – ნაგავი გვაჩუქა, წყალია ჩვეულებრივი!

ვინც გაიკეთა ვაქცინა, დავუშვათ „ფაიზერი“, ვინმემ გითხრათ, მესამე დოზა როდის უნდა გაიკეთო? ფურცელზე მითითებულია ვალიდურობა რამდენია ვაქცინაციის? ეს არის არაპროფესიონალიზმი. თანამდებობებზე სხედან ბიძაშვილები, მამიდაშვილები და საყვარლები. დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრი ყველაზე დიდი ანტივაქსერია, თავისი უფროსიან-მოადგილიანად. ბევრ ადამიანს ვცემ იქ პატივს, მაგრამ სიმართლე ესაა!


თქვე გაუნათლებლებო და მავნებლებო, ვაქცინაციის ზოგ ფურცელზე წერია ნომერი, მეორეზე არა. რატომ? ხალხი აღარ გენდობათ, ექიმები აღარ გენდობათ, სამედიცინო პერსონალი აღარ გენდობათ. ეპიდემიის დროს სამედიცინო პერსონალი როცა არ გენდობათ, ეს ყველაზე დიდი საშინელებაა, რადგან თქვენ ხართ ეპიდემიის მართვაზე პასუხისმგებელი!

როცა გიკეთებენ ვაქცინას, გაგიკეთეს ერთი დოზა, მეორე და მესამე დოზა უნდა გაგიკეთონ 5-6 თვეში, რატომ არ გეუბნებიან ამას?!

არ ვიცი, რა პროტოკოლით აკეთებენ, ისე საუბრობენ, დაბოლილები გეგონება! მრცხვენია. გასაგებია, პოლიტიკურად ხარ ანგარიჟებული, მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი ?!

ადამიანს, რომელმაც გადაიტანა კოვიდი, სამი თვის შემდეგ კი არა, ხუთი თვის შემდეგ უკეთებთ ვაქცინას! ეს არის საერთაშორისო პროტოკოლი, იმ ძლიერი მარეგულირებლის მიერ გაცემული ინფორმაცია.

კოვიდი ვინც გადაიტანა, უნდა გადათვალოთ დადასტურების დღიდან 5 თვე, 5-დან 6 თვემდე, მხოლოდ ერთი დოზა ვაქცინა უნდა გაიკეთოთ, შემდეგ კიდევ 5 თვის მერე და ა.შ. და თუ არ გაიკეთებთ ვაქცინას კოვიდის დადასტურებიდან 5-6 თვის შემდეგ, მაშინ უკვე დაგჭირდებათ ვაქცინის 2 დოზა. მე არ ვიცი, ამას რატომ გიმალავენ და რატომ არ გეუბნებიან.

ისრაელის სამედიცინო ბარათი მაქვს ნანახი, პირველი დოზა, მეორე დოზა და მითითებულია სადამდე არის ვაქცინა ვალიდური და მითითებულია 5 თვე. მე კი არ ვიგონებ?!

იძახით, – ვაქცინას ხალხი არ იკეთებსო, – ვაქცინა არ გაქვს და რა ვაქცინაციაზე ლაპარაკობ?!

ვინც მიიღო გადაწყვეტილება და გაიკეთა ვაქცინა, ამ ხალხს რას უშვრებით?!

რატომ ატყუებთ?!

რატომ არ ეუბნები, 5 თვეში თავიდან თუ არ გაიკეთებს ვაქცინას, არ იქნება დაცული?!“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


„ჩინურ ვაქცინებს „დაცვის მაღალი მაჩვენებელი არ აქვს“ –

ლინკი: – https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90


საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ გასულ კვირას „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.


„ნაჩუქარი 100 000 დოზაც ნაგავში გადასაყრელია ფაქტიურად და აი, რატომ…“-გიორგი ფხაკაძე

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98-100-000-%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
სადღესასწაულო სიმყუდროვე: შობა-ახალი წლის დეკორაციები ქანთრი სტილში

სადღესასწაულო სიმყუდროვე: შობა-ახალი წლის დეკორაციები ქანთრი სტილში

ნოემბერი 27, 2024
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

ნოემბერი 27, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გილოცავთ – ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის “ოსკარი” მოიპოვა

გილოცავთ – ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის “ოსკარი” მოიპოვა

ნოემბერი 27, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ნოემბერი 27, 2024
2024 წლის გამორჩეული ნაძვის ხეები

2024 წლის გამორჩეული ნაძვის ხეები

ნოემბერი 27, 2024
3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

27 ნოემბერი 2024
საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

ნოემბერი 27, 2024
Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

ნოემბერი 27, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights