სამშაბათი, თებერვალი 3, 2026
მთავარიბლოგი„დარვინის თეორიით, გადარჩება და გამრავლდება ის, ვინც არის პროგრესული – ნუ აიცრებით!“-გიორგი...

„დარვინის თეორიით, გადარჩება და გამრავლდება ის, ვინც არის პროგრესული – ნუ აიცრებით!“-გიორგი ფხაკაძე

16/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„არ გინდათ აცრა? ნუ აიცრებით! დარვინის თეორიით, გადარჩება და გამრავლდება ის, ვინც არის პროგრესული!“, – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.

დარვინიზმი — ორგანული სამყაროს ევოლუციის (ისტორიული განვითარების) მატერიალისტური თეორია, რომელიც დაფუძნებულია ჩარლზ დარვინის მოძღვრებაზე. შეისწავლის ორგანული სამყაროს ევოლუციის მოვლენებს, მიზეზებს, გზებს, კანონზომიერებებს და მართვის ხერხებს. საკუთარი დაკვირვებების, თავისი დროის მეცნიერული ცოდნისა და სელექციის მიღწევათა განზოგადების საფუძველზე ჩარლ დარვინმა 1837-1858 წლებში ჩამოაყალიბა მოძღვრება ნუნებრივი გადარჩევის გზით მცენარეთა და ცხოველთა ახალი ფორმების წარმოშობის შესახებ. დარვინის თეორია გადმოცემულია მის უმთავრეს თხზულებაში „სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით, ანუ უკეთ შეგუებული ჯიშების გადარჩენა სიცოცხლისათვის ბრძოლაში“. თავისი შეხედულებები დარვინმა სხვა თხზულებებშიც განავითარა. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, დარვინიზმი საკმაოდ სწრაფად დამკვიდრდა მეცნიერებაში და საფუძვლად დაედო თანამედროვე ბიოლოგიას.


დარვინმა ევოლუცია განსაზღვრა, როგორც „მოდიფიკაციით ჩამომავლობა“ (ინგლ. descent with modification) — იდეა იმისა, რომ სახეობები იცვლებიან დროთა განმავლობაში, წარმოქმნიან ახალ სახეობებს და ჰყავთ საერთო წინაპარი.

მექანიზმი, რომელიც დარვინმა შემოგვთავაზა ევოლუციისთვის, არის ბუნებრივი გადარჩევა. ვინაიდან რესურსები ბუნებაში შეზღუდული რაოდენობითაა, ორგანიზმები იმ მემკვიდრული ნიშან-თვისებებით, რომლებიც ხელს უწყობს გადარჩენასა და გამრავლებას, დატოვებენ უფრო მეტ შთამომავლობას, ვიდრე სხვები. შედეგად, გაიზრდება ამ ნიშან-თვისებების სიხშირე თაობათა განმავლობაში.

ბუნებრივი გადარჩევა დროთა განმავლობაში უბიძგებს პოპულაციებს, ადაპტირდნენ ან უფრო და უფრო უკეთ შეეგუონ საცხოვრებელ გარემოს. ბუნებრივი გადარჩევა დამოკიდებულია გარემოზე და მოითხოვს მემკვიდრული ვარიაციების არსებობას ჯგუფში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  OPINION: WHY THE SDGS’ DEFINING DECADE MUST FOCUS ON ACCOUNTABILITY FOR THOSE LEFT BEHIND
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights