ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგი„მიხარია, რომ ამ წლების მანძილზე ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე და საინტერესო ადამიანები...

„მიხარია, რომ ამ წლების მანძილზე ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე და საინტერესო ადამიანები გავიცანი“

16/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე იუბილარია.


ბატონ გიორგი ფხაკაძეს დაბადების დღეს ვულოცავთ – ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და ბედნიერებას ვუსურვებთ.


გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას გულთბილი მილოცვებისთვის მადლობას უხდის.


„ძალიან დიდი მადლობა, რომ ამდენმა ადამიანმა მომილოცეთ. დილიდან გამაღვიძეს. მართლა მიხარია, ბევრ ადამიანს ვახსოვარ, დიდი მადლობა თქვენ, ყურადღებისა და ტკბილი სიტყვებისთვის.


ვიყოთ პოზიტიურად განწყობილები, რა არის ეს ცხოვრება – „იგულავეთ“ რა, დღეს რა იქნება არ იცი, ხვალ ხომ საერთოდ არ იცი, შეირგეთ თითოეული დღე.


დღეს დავბერდი, 47 წლის ვარ, არ მჯერა, მეც მიკვირს, ადრე მეგონა, 47 წლის კაცი – „აუ, ეს ვიღაც ბებერი არის“ და 47 წლის რომ გახდები, ძალიან უცნაური შეგრძნებაა.


რაც მინდოდა, ალბათ, ყველაფერს მივაღწიე, პროფესიონალური კუთხით…


ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებული ვარ, ბევრ დარგში ძალიან საინტერესო გამოცდილება მაქვს, ჩემს ასაკში რამდენჯერმე პენსიაზე წავედი და ისევ სამსახურში დამაბრუნეს, არ მაცლიან…


ვცდილობ, რეალისტი ვიყო და გავაკეთო ის, რაც შემიძლია. მიხარია, რომ ამ წლების მანძილზე ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე და საინტერესო ადამიანები გავიცანი.


მიხარია, რომ ამ ცხოვრებაში გამიმართლა, ბევრი რამ გავიარე, ჯოჯოხეთიც და არაჯოჯოხეთიც…“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


გიორგი ფხაკაძე დაიბადა 1976 წლის 16 ივნისს.

ლინკი:

https://www.accreditation.ge/post/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9C-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%95%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%90%E1%83%95%E1%83%97-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%91%E1%83%94%E1%83%93%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  თუ მაინც გიზიდავთ კვლევები, გირჩევთ ხაჭაპურის კვლევებით დაკავდეთ – გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights