სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი„ერთი ადამიანი თუ შემოვიდა ოთახში „კრაკენით“ ინფიცირებული, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველას...

„ერთი ადამიანი თუ შემოვიდა ოთახში „კრაკენით“ ინფიცირებული, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველას დააკრაკენებს“

11/01/2022

„ერთი ადამიანი თუ შემოვიდა ოთახში „კრაკენით“ ინფიცირებული, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველას დააკრაკენებს“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.


კრაკენი – კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რამდენად საშიშია ის?


მისი თქმით, „ომიკრონის“ ახალი ვარიანტი მაღალი გადამდებლობით და გავრცელებით ხასიათდება.


„ომიკრონის“ ახალი ვარიანტი „კრაკენი“ თითქმის იგივეა, რაც „ომიკრონი“. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ოფიციალურად თქვა, რომ ეს ახალი ვარიანტი არის ყველაზე მეტად გადამდები კოვიდ ვარიანტი. „ომიკრონის“ XBB.1.5, მეტსახელად „კრაკენი“, არის საფრთხის შემცველი.


აშშ ეს ვარიანტი პრაქტიკულად დომინანტი გახდება ამ თვის ბოლოს. ახალი ვარიანტი XBB1.5 საქართველოშიცაა. „კრაკენი“ დღემდე ცნობილ ვარიანტებზე სწრაფად ვრცელდება და მრავლდება. ეს ახალი ვარიანტი სახუმარო არ არის, ფრთხილად იყავით.

ერთი ადამიანი თუ შემოვიდა ოთახში „კრაკენით“ ინფიცირებული, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველას დააკრაკენებს.


საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ახალი გამოწვევისთვის მზად არ არის. მოიმარაგეთ და გამოიყენეთ პირბადეები, ვინაიდან ეფექტური კოვიდვაქცინები საქართველოში არ არის.


ჩინეთში, საიდანაც ეს ახალი ვარიანტი გავრცელდა, საავადმყოფოები გადავსებულია პაციენტებით. რეანიმაციაში ადგილები არ აქვთ, ხალხი დერეფნებში წევს. კოვიდსიკვდილიანობა 10 000 ადამიანს აღწევს დღეში.


მსოფლიოში ყველაზე ეფექტური ვაქცინებია „მოდერნის“ და „ფაიზერის“ ბივალენტური ვაქცინები. ეს ვაქცინები საქართველოში არ არის და არც იქნება, ევროპაში კი ეს ვაქცინები ხელმისაწვდომია“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://pia.ge/news/covid-19/erti-adamiani-tu-shemovida-otakhshi-krakenit-inphitsirebuli-es-nishnavs-imas-rom-kvelas-daakrakenebs-giorgi-phkhakadze


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი…“ - იბტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights