ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგიბავშვი სოფელში ტყლაპოში და ბალახში უნდა კოტრიალობდეს, სხვანაირად მისი ორგანიზმი ვერ ისწავლის...

ბავშვი სოფელში ტყლაპოში და ბალახში უნდა კოტრიალობდეს, სხვანაირად მისი ორგანიზმი ვერ ისწავლის…

06/01/2021

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ლაივჩართვას ავრცელებს, სადაც ჩვენი ყურადღება ერთ-ერთმა ეპიზოდმა მიიპყრო. ის ბავშვების იმუნიტეტის გაძლიერებაზე საკუთარ მოსაზრებას გვთავაზობს და ამბობს:

“ბავშვების იმუნური სისტემა სწავლების პროცესშია, 25 წლის შემდეგ ჩვენ უკვე ჩამოყალიბებული ვართ და ჩვენი ორგანიზმი ფიქრობს, რომ ყველა ვირუსი ისწავლა, მაგრამ ასე არ არის. კარგია, რომ ბავშვები ათამაშოთ ტყლაპოში და სილაში, რადგან ორგანიზმი სწავლობს, როგორ ებრძოლოს ვირუსებს. როცა ბავშვი ჩაკეტილია, დასტერილებულია, ეს ძალიან ცუდია, იმიტომ, რომ მისი ორგანიზმი ვერ სწავლობს ვირუსებთან და ბაქტერიებთან ბრძოლას.


ბავშვი უნდა იყოს სოფელში, ტყლაპოში უნდა იყოს, ხელი დაბანეთ ზოგჯერ, უნდა იკოტრიალოს ბალახში, უნდა იყოს მდინარეში, მოეფეროს ძროხას, კატას, ძაღლს, რაც შეიძლება მეტჯერ, რადგან ორგანიზმმა ისწავლოს სხვა ვირუსები და ბავშვები უფრო მომზადებულები იქნებიან. სანიტაიზერები ასი წლის წინ გაჩნდა, საპნებს ზოგჯერ ახლაც არ ხმარობენ ადამიანები…”

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-bavshvi-sofelshi-tylaposhi-da-balakhshi-unda-kotrialobdes-skhvanairad-misi-organizmi-ver-iswavlis-virusebtan-brdzolas




author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  გიორგი ფხაკაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით უამრავი დამაიმედებელი პროგნოზი გააკეთა - „მჯერა ეს...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights