ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგი„სამწუხაროდ, ინდური მუტანტი ყველაზე ძლიერად ურტყამს ბავშვებს...

„სამწუხაროდ, ინდური მუტანტი ყველაზე ძლიერად ურტყამს ბავშვებს…

26/04/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე ახალ ლაივჩართვას ავრცელებს, სადაც ვაქცინების არასამართლიანი გადანაწილების გამო მსოფლიოში პანდემიის მორიგი დამანგრეველი ტალღის შესახებ საუბრობს:


„ჩვენ ვაგებთ ომს. როდესაც ვირუსი პირველად გაჩნდა, საუბარი იყო ვაქცინის მომზადებაზე. მოხდა შეუძლებელი რაღაც, 9 თვეში ვაქცინა გაკეთდა. ეს არის ენით აღუწერელი მეცნიერული მიღწევა, თავი დავანებოთ ჩიპობანას თავი…


ძალიან დიდი საქმე მოხდა. ახლაც 200-ზე მეტი ლაბორატორია მუშაობს. შედეგი დავინახეთ, პროგრესი გვქონდა ამ მიმართულებით. დეკემბერში წამოვიდა ვირუსის სხვადასხვა შტამი, ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული, ბრაზიულიური, ამერიკული, – კალიფორნიიდან, და ბოლოს, ინდური. მაინც მქონდა იმედი, რომ რაღაც იქნებოდა…


როცა ჩემს კოლეგებს ვესაუბრებოდი მთელ მსოფლიოში, ვუზიარებდი მოსაზრებებს, დავინახეთ, რომ ბიოლოგიურ ომში მდიდარი ქვეყნები მოიქცნენ ძალიან უსინდისოდ. მათ შეიძინეს ყველა ვაქცინა, კარგია თუ არა, ნაგავია თუ არა, ყველაფერი იყიდეს.


ამ პროცესში ჩაერთო გაერო და თქვა, რომ ცუდად იყო საქმე. ტრამპმა რაც გააკეთა მაშინ, იცით, ჩინეთმა თავისი თამაში დაიწყო, რუსეთმა – თავისი. ამ ქვეყნებს გაეროში ნებისმიერი გადაწყვეტილების დაბლოკვა შეუძლიათ. მათ გააგრძელეს ვაქცინების ყიდვა, ოღონდ მეო და სხვა არ აინტერესებდათ… აჩვენეს ის, რომ მდიდრები არასდროს ფიქრობენ ღარიბებზე, ძლიერები – სუსტებზე…“


გიორგი ფხაკაძე ინდოეთში შექმნილ მდგომარეობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ინდური შტამი სწორედ მის ერთ-ერთ ქალაქში, მუმბაიში წარმოიქმნა, – „ინდოეთის მთავრობამ თქვა, რომ ყველაფერი რიგზეა და გახსნეს მეტ-ნაკლებად. რამდენიმე დიდი რელიგიური დღესასწაული გაიმართა, ბევრი ხალხი, მილიონობით, ესწრებოდა.


ამას დაემატა არჩევნები. ეს შენი მუტირებული ვირუსი, რომელიც მუმბაის გარეუბნებში იყო მოდებული, აფეთქდა… სამი კვირის წინ ცუდი მანიშნებლები იყო, ორი კვირის უკან სერიოზული საუბარი დაიწყო, დღეს კი იცით, ინდოეთის სამხრეთი არის კოლაფსის წინაშე. ყველა მთავრობა ერთნაირია. იფიქრეს, მივხედავთო, მაგრამ ისე სწრაფად გავრცელდა, რომ დღეში 400 000 ადამიანი ინფიცირდება.


მეც ვიყავი ჩართული ინდოეთის საკითხებში. ძალიან მძიმე ინფორმაცია მოდიოდა. ბოლომდე არ სჯეროდათ, რომ ასეთი მძიმე მდგომარეობა იქნებოდა. პირველი სიგნალი წამოვიდა, როცა პედიატრიული განყოფილებები მთლიანად შეივსო.


ეს ინდური მუტანტი, სამწუხაროდ, ყველაზე ძლიერად ურტყამს ახალგაზრდებს, 18 წლამდე ბავშვებს და ახალგაზრდებს, სიკვდილობა არის ბავშვებს შორის ძალიან გაზრდილი… თუკი ვუხანის ვირუსი ახალგაზრდებს იოლად გადაჰქონდათ, ინდური შტამი ყველა ასაკობრივ ჯგუფზე ვრცელდება…“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-indoetshi-sheqmnil-mdgomareobaze-samwukharod-induri-mutanti-yvelaze-dzlierad-urtyams-bavshvebs



author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  საქართველო იმეორებს ინდურ სცენარს. პედიატრიული საწოლები აღარ გვექნება 1 კვირაში, ჟანგბადის დეფიციტი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights