ორშაბათი, აპრილი 21, 2025
მთავარიბლოგიგიორგი ფხაკაძე: „ყველა, ვინც არ იყენებს სამედიცინო პირბადეს, არის მკვლელი!.. ყველა, ვინც...

გიორგი ფხაკაძე: „ყველა, ვინც არ იყენებს სამედიცინო პირბადეს, არის მკვლელი!.. ყველა, ვინც არ იცრება

10/11/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს მიმართვას, სადაც ეხმიანება საქართველოში კოვიდის მეხუთე ტალღის დაწყებასა და გარდაცვალების მაჩვენებლის მატებას და წერს:


„საქართველოში დაიწყო კოვიდის მე-5 ტალღა ❗️


✅დღეს საქართველომ დაკარგა 78 მოქალაქე❗️


✅ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი❗️


✅დეკემბერი საქართველოში იქნება უმძიმესი❗️


✅გამოფხიზლდით, გონს მოეგეთ… საკუთარ თავს უწყობთ გენოციდს❗️


✅ყველა ვართ დამნაშავე, დიახ, ყველა❗️


✅გამოსავალი არის მხოლოდ ერთობაში❗️


✅საქართველოს ჰყავს ორი მტერი: კოვიდი და რუსეთი❗️


✅78 ადამიანი…


✅მაინდამაინც 100 ადამიანის სიკვდილის შემდეგ დავიწყებთ შეწუხებული სახეებით სიარულს❗️რა გვჭირს?❗️


✅ყველა, ვინც არ იყენებს სამედიცინო პირბადეს, არის მკვლელი❗️

✅ყველა, ვინც არ იცრება არის მკვლელი❗️


✅ყველა არაპროფესიონალი, ვინც იღებს უაზრო გადაწყვეტილებებს (ჩამონათვალი დიდია), არის მკვლელი❗️


✅ყველა ეგრეთ წოდებული “ანტივაქსერი”, “ბლოგერი” თუ ჯანდაბა – ყველანი არიან მკვლელები❗️


✅კვდებიან აუცრელი ადამიანები ❗️


✅ვირუსს ავრცელებენ აუცრელი ადამიანები❗️


✅გამოსავალი არის მხოლოდ შემდეგში:

ქვეყანა დღესვე უნდა გადავიდეს ერთ ვაქცინაზე (ფაიზერზე)❗️


ვაქცინა უნდა იყოს სავალდებულო 100%-იანი დაფარვით კონკრეტული ჯგუფებისთვის: სამედიცინო სფერო, საგანმანათლებლო სფერო, სერვისის სფერო, ძალოვანი სტრუქტურები, და მედია❗️


კოვიდ ელექტრონული სტატუსი უნდა იყოს დანერგილი ქვეყანაში რაც შეიძლება, მალე, მაქსიმუმ 1 კვირაში❗️


და წარდგენილი “მწვანე” კრიტერიუმები არის გადასახედი. უნდა იყოს მხოლოდ 2 კრიტერიუმი: ფაიზერით აცრილი 6 თვე, ან პსრ ტესტი 72 საათი. თავს ნუ ვიტყუებთ❗️


მწვანე საშვი არ უნდა სჭირდებოდეს: აფთიაქი, საავადმყოფო, სასურსათო მაღაზია და შიდა საქალაქო ტრანსპორტი. ყველა დანარჩენ შემთხვევაში უნდა იქნას ამოქმედებული მწვანე საშვი თავისი ჯარიმით 500 ლარი დაწესებულებას თითოეულ არა მწვანე საშვიანზე❗️


სამედიცინო პირბადე უნდა იყოს სავალდებულო ყველგან გარე და შიდა სივრცეებში (განსაკუთრებით სასწავლო დაწესებულებებში) და ჯარიმა უნდა იყოს მყისიერი, 50 ლარი❗️


დისტანცია მინიმუმ 1 მეტრი უნდა იქნას დაცული საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სხვა დახურულ სივრცეში – 1.5 მეტრი, სასურველია 2 მეტრიანი დისტანცია.


ყველა დაწესებულებამ განიხილოს დისტანციურ რეჟიმზე მაქსიმალურად გადასვლა. დიახ, ყველა კერძო და საჯარო სამსახურები უნდა გადავიდნენ დისტანციურზე. გეკითხებით ბუღალტერს, ანალიტიკოსს და იურისტს რა უნდა ოფისში ?!


✅გამოვიყენოთ საღი აზრი და გადავარჩინოთ სიცოცხლე ❗️


სხვა ალტერნატივა არ არის ❗️“

  „კოვიდი +„მაიმუნის ყვავილი“ + სეზონური გრიპი - შემოდგომა იქნება უმძიმესი“ - გიორგი ფხაკაძე


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-yvela-vinc-ar-iyenebs-samedicino-pirbades-aris-mkvleli-yvela-vinc-ar-icreba-aris-mkvleli



მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights