სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგიარავაქცინირებულები უფრო ხშირად ხვდებიან ავარიაში - გიორგი ფხაკაძე ახალი კვლევის შესახებ საუბრობს

არავაქცინირებულები უფრო ხშირად ხვდებიან ავარიაში – გიორგი ფხაკაძე ახალი კვლევის შესახებ საუბრობს

16/12/2023

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ახალი კვლევის შესახებ წერს, რომლის მიხედვითაც, კოვიდ არავაქცინირებულები უფრო ხშირად ხვდებიან ავტოსაგზაო შემთხვევების მსხვერპლნი.


„ხალხური ჟარგონით „ფეხებზე მკიდია“ სასტავია. ამ ადამიანების უმეტესობას არ ადარდებთ საზოგადოებრივი წესრიგი, არ ადარდებთ საზოგადოებრივი ნორმები. მათთვის სიჩქარის გადამეტება და საგზაო წესების დარღვევა „თავისუფლების” შეზღუდვაა. ეს კანადაში, და საქართველოში…. სრული ბესპრედელია…“,- წერს გიორგი ფხაკაძე.


რას გულისხმობს კვლევა:
2021 წლის ზაფხულში კანადელმა მკვლევრებმა შეისწავლეს 11 მილიონზე მეტი ზრდასრული ადამიანის დაშიფრული ჩანაწერები, რომელთაგან 16%-ს არ ჰქონდა მიღებული COVID-ის ვაქცინა.


მათ დაადგინეს, რომ არავაქცინირებული ადამიანები 72%-ით უფრო მეტად იყვნენ ჩართულნი მძიმე საგზაო ავარიაში, რომლის დროსაც სულ მცირე ერთი ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში, ვიდრე ვაქცინირებული.


ავტოავარიის ჭარბი რისკი, რომელიც გამოწვეულია არავაქცინირებული მძღოლების მიერ, „აჭარბებს უსაფრთხოების მიღწევებს თანამედროვე საავტომობილო ინჟინერიის მიღწევებიდან და ასევე რისკია გზის სხვა მომხმარებლებისთვის“, წერენ ავტორები.


რა თქმა უნდა, COVID-ის ვაქცინის გამოტოვება არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე ავტოკატასტროფაში მოხვდება. ამის ნაცვლად, ავტორები ვარაუდობენ, რომ ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციებს, შესაძლოა ასევე „უგულებელყოფენ საგზაო უსაფრთხოების ძირითად მითითებებს“.


როგორც კვლევაშია აღნიშნული, დასკვნები საკმარისად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ პირველადი ჯანდაცვის ექიმებმა განიხილონ არავაქცინირებული პაციენტების კონსულტაცია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით – და სადაზღვევო კომპანიებმა შესაძლოა დააფუძნონ სადაზღვევო პოლისში ცვლილებები ვაქცინაციის მონაცემებზე, ვარაუდობენ ავტორები.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/aravaqtsinirebulebi-ufro-khshirad-khvdebian-avariashi-giorgi-fkhakadze-akhali-kvlevis-shesakheb-saubrobs


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  Индийский штамм COVID-19 распространяется среди грузинских детей
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights