
- ექიმი
- ჯულიეტა ირემაძე
- სპეციალობა
- პედიატრია
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კლინიკა ან საავადმყოფო, სადაც ექიმი მუშაობს, ჯერ არ არის მითითებული. კლინიკების ცნობარი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
დაიბადა 1953 წლის 30 ივლისს. 1970 წელს დაამთავრა წულუკიძის (ხონი) რაიონის სოფელ ივანდიდის საშუალო სკოლა, ხოლო 1978 წელს — ქალაქ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი. უმაღლესი განათლების მიღების შემდგომ, მან გაიარა ერთწლიანი ინტერნატურა თბილისის ბავშვთა №2 საავადმყოფოს ბაზაზე. 1979–1983 წლებში ჯულიეტა ირემაძე მუშაობდა წყალტუბოს ბავშვთა სანატორიუმ „ცისკარში“. 1983–1985 წლებში გაიარა კლინიკური ორდინატურა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის №1 კათედრაზე (კათედრის გამგე, პროფესორი მერი გელოვანი), თბილისის ბავშვთა №5 საავადმყოფოს ბაზაზე. მომდევნო წლებში, კერძოდ 1985 წლიდან 1991 წლამდე, ის საქმიანობდა კურორტოლოგიის ინსტიტუტის წყალტუბოს ფილიალის ბავშვთა განყოფილებაში მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე. 1991–1997 წლებში იგი იყო წყალტუბოს პოლიკლინიკის სკოლამდელი დაწესებულებისა და მოზარდთა კაბინეტის ექიმი. ამ საქმიანობის პარალელურად, ასევე მუშაობდა წყალტუბოს საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების მორიგე ექიმად. 1997 წლიდან საქმიანობა განაგრძო გვიშტიბის საექიმო ამბულატორიის პედიატრად, ხოლო 2009 წლიდან, საოჯახო მედიცინაში შესაბამისი გადამზადების გავლის შემდგომ, მუშაობს ოჯახის ექიმად. ჯულიეტა ირემაძე პროფესიული განვითარების მიზნით მუდმივად არის ჩართული უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებში.
რა არის კარგი ექიმი?
იმისათვის, რომ ადამიანი წარმატებული და პროფესიონალი ექიმი გახდეს, პირველ რიგში, მას უნდა უყვარდეს ადამიანები და თავისი პროფესია. ასევე, აუცილებელია პასუხისმგებლობის გრძნობა, ცოდნის მუდმივი განახლება, მოთმინება, გულთბილობა და პაციენტისადმი თანაგრძნობა.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
ბავშვობაში, ავადმყოფობის დროს, ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემმა მკურნალმა ექიმმა - პედიატრმა, სამწუხაროდ, სახელი არ მახსოვს. მან ადამიანების დახმარებისა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვის სურვილი გამიჩინა. სწორედ ამან განაპირობა ჩემი არჩევანი პედიატრიის სასარგებლოდ.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
ჩემი იდეალები იყვნენ და არიან ის ექიმები, რომლებიც მაღალ პროფესიონალიზმს ადამიანურ მიდგომასთან აერთიანებენ. ჩემი საქმიანობით, ყოველთვის ვცდილობდი, რომ მათ დავმსგავსებოდი.
რჩევა მომავალ ექიმებს
მომავალ ექიმებს ვეტყოდი: უყვარდეთ თავისი პროფესია, არასდროს შეწყვიტონ სწავლა, იყვნენ ყურადღებიანები და კეთილგანწყობილები პაციენტების მიმართ. მუდამ იზრუნონ ადამიანების ჯანმრთელობაზე.
განათლება
დაამთავრა წულუკიძის (ხონი) რაიონის სოფელ ივანდიდის საშუალო სკოლა, ხოლო 1978 წელს — ქალაქ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი. გაიარა ერთწლიანი ინტერნატურა თბილისის ბავშვთა №2 საავადმყოფოს ბაზაზე. გაიარა კლინიკური ორდინატურა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის №1 კათედრაზე (კათედრის გამგე, პროფესორი მერი გელოვანი), თბილისის ბავშვთა №5 საავადმყოფოს ბაზაზე.
გამოცდილება
ჯულიეტა ირემაძე დაიბადა 1953 წლის 30 ივლისს. 1970 წელს დაამთავრა წულუკიძის (ხონი) რაიონის სოფელ ივანდიდის საშუალო სკოლა, ხოლო 1978 წელს — ქალაქ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი. უმაღლესი განათლების მიღების შემდგომ, მან გაიარა ერთწლიანი ინტერნატურა თბილისის ბავშვთა №2 საავადმყოფოს ბაზაზე. 1979–1983 წლებში ჯულიეტა ირემაძე მუშაობდა წყალტუბოს ბავშვთა სანატორიუმ „ცისკარში“. 1983–1985 წლებში გაიარა კლინიკური ორდინატურა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის №1 კათედრაზე (კათედრის გამგე, პროფესორი მერი გელოვანი), თბილისის ბავშვთა №5 საავადმყოფოს ბაზაზე. მომდევნო წლებშ
სამუშაო ადგილი
ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს პედიატრი
ბავშვის ჯანმრთელობის მეთვალყურეობა დაბადებიდან მოზარდობამდე: ზრდა-განვითარება, ვაქცინაცია, ბავშვთა დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
სიმპტომები, რომლებითაც პედიატრის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება





