
დადასტურებული ექიმი — certificate.ge
რეგიონი: თბილისი
- ექიმი
- ხათუნა მელექსიშვილი
- სპეციალობა
- საოჯახო მედიცინა
- რეგიონი
- თბილისი
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კლინიკა ან საავადმყოფო, სადაც ექიმი მუშაობს, ჯერ არ არის მითითებული. კლინიკების ცნობარი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
დაიბადა 1972 წლის 30 ივნისს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში. 1989 წელს მან დაამთავრა ახაშნის საშუალო სკოლა. ბავშვობიდანვე დიდ ინტერესს იჩენდა ადამიანის ჯანმრთელობისა და დახმარების მიმართ, რამაც მისი პროფესიული არჩევანიც განსაზღვრა. 1992 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში, სადაც მიიღო უმაღლესი სამედიცინო განათლება. სწორედ აქ ჩამოუყალიბდა მას ექიმის პროფესიისადმი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და ერთგულება. ხათუნა მელექსიშვილმა პროფესიული საქმიანობა 2000 წელს დაიწყო გურჯაანში, წითელი ჯვრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში. 2002 წლიდან, მუშაობა მუკუზნის ამბულატორიაში განაგრძო, თავდაპირველად თერაპევტის პოზიციაზე, ხოლო მოგვიანებით – ოჯახის ექიმად. 2022 წლიდან, დღემდე ის არის გურჯაანის „ავერსის კლინიკის“ ოჯახის ექიმი, ხოლო 2023 წლიდან პარალელურად მუშაობს სოფელ კაჭრეთის ოჯახის ექიმად. ჰყავს მეუღლე და ერთი ვაჟიშვილი.
რა არის კარგი ექიმი?
მხოლოდ წიგნების ზეპირად ცოდნა ექიმად ვერ გაქცევს. ნამდვილ ექიმს უნდა შეეძლოს სხვისი ტკივილი საკუთარივით იგრძნოს, პაციენტის თვალებში შიში დაინახოს და წყნარი, დამაჯერებელი სიტყვით დაამშვიდოს. ეს არის პროფესია, სადაც უდიდესი პასუხისმგებლობა და ადამიანების მიმართ უპირობო სიყვარული ერთმანეთს ერწყმის. ექიმობა ჩემთვის არის ცოდნის, ადამიანობისა და პასუხისმგებლობის ერთგულად მსახურება.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
ყველაზე დიდი მოტივაცია და ძალა იმის გააზრებაა, რომ ჩემს ხელში ადამიანის სიცოცხლე და გადარჩენის იმედია. როცა ხედავ, როგორ უბრუნდება ადამიანს სიცოცხლის ხალისი შენი დახმარებით, ხვდები, რომ ამაზე დიდებული და აზრიანი საქმე, ამ ქვეყანაზე, არაფერია. სწორედ ეს განცდა მაძლევს ენერგიას ყოველდღე.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
ჩემი იდეალია ექიმი, რომელიც უმაღლეს პროფესიონალიზმთან ერთად ინარჩუნებს უბრალოებას და უდიდეს ადამიანობას. ის, ვინც პალატაში შესვლისას, პაციენტს, პირველ რიგში იმედს და სითბოს ჩუქნის და ვისთვისაც თითოეული სიცოცხლე თანაბრად ძვირფასია, განურჩევლად ყველაფრისა. სწორედ ასეთ ადამიანებს ვუყურებ აღფრთოვანებით.
რჩევა მომავალ ექიმებს
არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ თეთრი ხალათის მიღმა, პირველ რიგში, დიდი გული უნდა ფეთქავდეს. წინ რთული გზა გელით - უძილო ღამეები და მუდმივი სწავლა, მაგრამ ეს ყველაფერი ფასდება იმ წამით, როცა პაციენტის თვალებში მადლიერებას დაინახავთ. იყავით თავდადებულები, ნურასოდეს შეწყვეტთ განვითარებას და, რაც მთავარია, ყოველთვის შეინარჩუნეთ თანაგრძნობის უნარი.
განათლება
დაამთავრა ახაშნის საშუალო სკოლა. ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში, სადაც მიიღო უმაღლესი სამედიცინო განათლება.
გამოცდილება
ხათუნა მელექსიშვილი დაიბადა 1972 წლის 30 ივნისს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში. 1989 წელს მან დაამთავრა ახაშნის საშუალო სკოლა. ბავშვობიდანვე დიდ ინტერესს იჩენდა ადამიანის ჯანმრთელობისა და დახმარების მიმართ, რამაც მისი პროფესიული არჩევანიც განსაზღვრა. 1992 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში, სადაც მიიღო უმაღლესი სამედიცინო განათლება. სწორედ აქ ჩამოუყალიბდა მას ექიმის პროფესიისადმი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და ერთგულება. ხათუნა მელექსიშვილმა პროფესიული საქმიანობა 2000 წელს დაიწყო გურჯაანში, წითელი ჯვრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში. 2002 წლიდან, მ
სამუშაო ადგილი
თვალის კლინიკა ახალი მზერა
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს ოჯახის ექიმი
პირველადი ჯანდაცვის ექიმი, რომელიც ოჯახის ყველა წევრს — ბავშვებსაც და მოზრდილებსაც — უწევს მეთვალყურეობას, პროფილაქტიკას, ხშირი დაავადებების მკურნალობასა და საჭიროებისას სპეციალისტთან მიმართვას.
სიმპტომები, რომლებითაც ოჯახის ექიმის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება



