
დადასტურებული ექიმი — certificate.ge
რეგიონი: თბილისი
- ექიმი
- ციცო სირბილაძე
- სპეციალობა
- პედიატრია
- რეგიონი
- თბილისი
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კლინიკა ან საავადმყოფო, სადაც ექიმი მუშაობს, ჯერ არ არის მითითებული. კლინიკების ცნობარი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
დაიბადა 1970 წლის 5 სექტემბერს ქუთაისში. მან 1987 წელს წარჩინებით დაამთავრა გეგუთის თამარ მეფის სახელობის საჯარო სკოლა. უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში (რომელიც ამჟამად გაერთიანებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან), სადაც 1996 წელს დაასრულა პედიატრიული ფაკულტეტი. სამედიცინო განათლების შემდგომი ეტაპები მოიცავს ინტერნატურას, რომელიც მან 1997 წელს დაასრულა და ორდინატურას, რომელიც 1998 წელს დაამთავრა. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) ნევროლოგიის კათედრის ასპირანტურაში, რომელიც 2001 წელს წარმატებით დაასრულა. 2008 წელს ციცო სირბილაძემ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ნევროლოგიაში თემაზე: „ახალშობილთა ბაქტერიული მენინგიტის შორეული გამოსავალი“, რის შედეგადაც მას მიენიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი. მოგვიანებით, მან გააღრმავა პროფესიული პროფილი და 2010 წელს დაამთავრა თსსუ-ს ფსიქიატრიის რეზიდენტურა, რის შემდეგაც წარმატებით ჩააბარა შესაბამისი სასერტიფიკაციო გამოცდა. დღეისათვის ციცო სირბილაძე ეწევა აქტიურ პედაგოგიურ და კლინიკურ საქმიანობას. 2012 წლიდან არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. პროფესიულ პრაქტიკას კი წარმატებით ახორციელებს თბილისში, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ კლინიკაში, სადაც მუშაობს როგორც ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრი.
რა არის კარგი ექიმი?
გულისხმიერი და პროფესიონალი ექიმი გახდები მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვისი ტკივილისა და სიხარულის გაგება-გათავისება შეგიძლია, გაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დიდი ნებისყოფა, მოთმინების უნარი, სწავლის წყურვილი და მუდმივი ზრუნვა განათლების გასაღრმავებლად ანუ ახლის შეცნობისა და მიღების სურვილი.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
ჩემი ბავშვობის ოცნება გახლდათ ბავშვთა ექიმი გავმხდარიყავი. ძალიან მომწონდა თეთრი ხალათი, ფონეიდოსკოპი, სხვების დახმარება და სხვებზე ზრუნვა ყოველთვის სიამოვნებას მანიჭებდა. რაც თავი მახსოვს, სხვა პროფესია არც არასოდეს მდომებია, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ბავშვობაში ჩემი პედიატრი გახლდათ ყველასთვის ცნობილი პროფესორი ირაკლი ფაღავა, უთბილესი, უსაყვარლესი ადამიანი, ვფიქრობ ესეც იყო ერთ- ერთი მიზეზი ჩემი პროფესიის არჩევისა.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
ჩემთვის უაღრესად საპატივცემულო ადამიანები, პროფესიონალი ექიმები არიან: ცოტნე ჩხიკვიშვილი, ლევან ვადაჭკორია, ქეთევან ნემსაძე, ნანა ტატიშვილი, მარინა ჯანელიძე, თემურ სილაგაძე, დავით ზურაბაშვილი.
რჩევა მომავალ ექიმებს
პირველ რიგში პატივი ეცით თქვენს პროფესიას! აუცილებლად გაითვალისწინეთ კოლეგების აზრი და გამოცდილება! ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას დიაგნოზის დასმისას ! ეცადეთ თავიდანვე მიეჩვიოთ გუნდურად მუშაობას! პატივი ეცით ყველას, ვინც ოდესმე გზა გაგიკვალათ.
განათლება
დაამთავრა გეგუთის თამარ მეფის სახელობის საჯარო სკოლა. დაასრულა პედიატრიული ფაკულტეტი. დაასრულა და ორდინატურას, რომელიც 1998 წელს დაამთავრა. ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) ნევროლოგიის კათედრის ასპირანტურაში, რომელიც 2001 წელს წარმატებით დაასრულა.
გამოცდილება
ციცო სირბილაძე დაიბადა 1970 წლის 5 სექტემბერს ქუთაისში. მან 1987 წელს წარჩინებით დაამთავრა გეგუთის თამარ მეფის სახელობის საჯარო სკოლა. უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში (რომელიც ამჟამად გაერთიანებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან), სადაც 1996 წელს დაასრულა პედიატრიული ფაკულტეტი. სამედიცინო განათლების შემდგომი ეტაპები მოიცავს ინტერნატურას, რომელიც მან 1997 წელს დაასრულა და ორდინატურას, რომელიც 1998 წელს დაამთავრა. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) ნევროლოგიის კათედრის ასპირანტურაში, რომელიც 2001 წელს წარმატე
სამუშაო ადგილი
თვალის კლინიკა ახალი მზერა
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს პედიატრი
ბავშვის ჯანმრთელობის მეთვალყურეობა დაბადებიდან მოზარდობამდე: ზრდა-განვითარება, ვაქცინაცია, ბავშვთა დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
სიმპტომები, რომლებითაც პედიატრის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება





