
დადასტურებული ექიმი — certificate.ge
რეგიონი: იმერეთი
- ექიმი
- ფატმან შალამბერიძე
- სპეციალობა
- ნეონატოლოგია
- რეგიონი
- იმერეთი
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კლინიკა ან საავადმყოფო, სადაც ექიმი მუშაობს, ჯერ არ არის მითითებული. კლინიკების ცნობარი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
ფატი შალამბერიძე დაიბადა 1965 წლის 16 ნოემბერს ქალაქ ქუთაისში. მან საშუალო განათლება წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირის საშუალო სკოლაში მიიღო. 1985 წელს, სწავლის გაგრძელების მიზნით, ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, რის შემდეგაც უმაღლესი განათლება სამედიცინო აკადემიაში დაასრულა. მისი პროფესიული კარიერა ტრავმატოლოგიის ინსტიტუტიდან დაიწყო. მან საქმიანობა იაშვილის სახელობის კლინიკის ახალშობილთა ფსიქო-ნევროლოგიის განყოფილებაში განაგრძო, წარმატებით გაიარა ინტერნატურის კურსი, რომლის დასრულების შემდეგაც მუშაობა კვლავ ამავე განყოფილებაში გააგრძელა. ფატი შალამბერიძეს განსაკუთრებულად უყვარს თავისი პროფესია და თითოეული პაციენტი, რაც მის მრავალწლიან ერთგულებაზეც აისახება. 1998 წლიდან დღემდე ფატი შალამბერიძე წარმატებით საქმიანობს „ჩაჩავას კლინიკაში“, სადაც პაციენტების ჯანმრთელობაზე ნეონატოლოგისა და პედიატრის პოზიციაზე ზრუნავს.
რა არის კარგი ექიმი?
ექიმი პირველ რიგში კარგი, თბილი ადამიანი უნდა იყოს. პაციენტს ისე უნდა შეხედოს, როგორც საკუთარ ოჯახის წევრს და მისი ტკივილი გულთან მიიტანოს. რა თქმა უნდა, სწავლა და კარგი განათლებაც აუცილებელია - მუდმივად უნდა ვითარდებოდეს. როცა პაციენტი ხედავს, რომ ექიმი მის გვერდითაა, ეს უკვე დიდი იმედია. პროფესიონალიზმი კი დროთა განმავლობაში, გამოცდილებასთან ერთად მოვა.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
ჩემთვის მთავარი მაგალითი დედა იყო. სწორედ მის შემყურეს შემიყვარდა ეს საქმე და მივხვდი, რამხელა ბედნიერებაა, როცა სხვას ეხმარები.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
დიახ, მყავს. საერთოდ, ვიღაცის ბრმად მიბაძვა სწორი არ მგონია. უბრალოდ, სულ მინდოდა, ჩვენი პროფესიის დიდი ოსტატებივით (მაგალითად ია დავითაია) მთელი გულით მყვარებოდა პაციენტები, მათი ახლობლები და ხალხი. არ ვიცი, რამდენად გამომივიდა, მაგრამ ამას ყოველთვის ვცდილობდი.
რჩევა მომავალ ექიმებს
ვურჩევდი, რომ ბევრი ისწავლონ და რაც მთავარია, ყოველთვის ადამიანებად დარჩნენ.
განათლება
ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, რის შემდეგაც უმაღლესი განათლება სამედიცინო აკადემიაში დაასრულა. გაიარა ინტერნატურის კურსი, რომლის დასრულების შემდეგაც მუშაობა კვლავ ამავე განყოფილებაში გააგრძელა.
სამუშაო ადგილი
ღია გული / მე-5 კლინიკური საავადმყოფო
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს ნეონატოლოგი
ახალშობილთა, მათ შორის დღენაკლული ბავშვების, მოვლა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
სიმპტომები, რომლებითაც ნეონატოლოგის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება






